მაჰაჩყალაში უცნობი პირები საგზაო პოლიციას თავს დაესხნენ. ქალაქში, შეიარაღებული დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები ტელეგრამ არხზე გავრცელდა. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა, თავდამსხმელები კი პოლიციის მანქანით გაიქცნენ.
ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილების შესახებაც.
წინასწარი ინფორმაციით, მაჰაჩკალაში პოლიციის ეკიპაჟზე თავდასხმა 4 მებრძოლმა განახორციელა. ორი მათგანი ლიკვიდირებულია, კიდევ ორმა კი დანაშაულის ადგილიდან პოლიციის მანქანით გაქცევა შეძლო. მანქანა კამაევას ქუჩაზე იპოვეს. გარდა ამისა, დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ 4 პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე ცნობილი გახდა რომ დაშავდა არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც ხელშია დაჭრილი.