TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 15 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 15 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ჟურნალისტი შაკო ნათენაძე, არსებული ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა

“იმედის” თანამშრომელი, შაკო ნათენაძე, არსებული ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ახალგაზრდა კაცი, შაკო ნათენაძე, რომელსაც მაყურებელები „იმედის დილის“ გადაცემიდან იცნობდნენ, საკუთარ უბანში უმოწყალოდ სცემეს და ცემის შედეგად გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალება არხმა და მისმა კოლეგებმა მაყურებელს ისე გააცნეს, თითქოს ის „გამოწვევებს ვერ გაუმკლავდა“.

ჟურნალისტი ვიკა ბუკია წერს:
,,გაუსაძლისია. იმედის თანამშრომელი, ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს საკუთარ უბანში. ცემით მოკლეს. თავში იმდენი ურტყეს თურმე, რომ ტვინის შეშუპებით დაიღუპა. და ამის შემდეგ ტელევიზიის თანამშრომლები გამოვიდნენ ეთერში და რა თქვეს, იცით? “გამოწვევებს ვერ გაუძლო” და “სამწუხაროდ გარდაიცვალაო”. დამალეს ინფორმაცია, რომ მოკლეს. მაყურებელს ეგონება, რომ თავი მოიკლა, ან მძიმე სენი ქონდა. აი, ასე მიუსამძიმრეს, ხალხნო, საკუთარ მეგობარს, არ ახსენეს, რომ სასტიკად მოკლულია.
არ გაბრაზდნენ მკვლელებზე,
არ თქვეს რომ ამის ჩამდენი სასტიკად უნდა დაისაჯოს, სისხლი არ აუდუღდათ,
არა, არა, არაფერი ეს არ თქვეს..
უბრალოდ აი, ასე თქვეს: “გამოწვევებს ვერ გაუძლოო” და “გარდაიცვალა”.. მშვიდობას ღაღადებენ და აბა, მკვლელობას ხომ არ გამოაცხადებდნენ?!”
კომენტარები წაიკითხეთ. მეგობრები და ოჯახის წევრებიც კი შეშალეს ჭკუიდან.
ესენი ვინ არიან?”
სიუჟეტის კომენტარებში მაყურებელთა დიდი ნაწილი აღშფოთებას არ მალავს:
,,რაც არ იცით და რაზეცც ინფორმაციაა არ გაქვთ იმაზეეე ნუუ წერთ და კითხულობთ რაააა…ეს ადამიანიი ჩემი ოჯახის წევრიი იყოო და მოკლესსს მეგობრებმა და უბნელებმაა სრულიადდდ უმიზზეზოდდდ გაწირესსსს. და ძალიანნ გთხოვთ შეწყვიტეთ იმის წერააა რაცცც არ იცით“
,,ძალიან უსამართლო და ძალიან უსინდისო სიუჟეტია! ჯობდა, საერთოდ არ გაგეკეთებინათ განცხადება. ,, ვერ მოერია გამოწვევას “? რა გამოწვევას ვერ მოერია, ჯანღონით სავსე ბავშვი იყო, ჩემს თვალწინ გაზრდილი. ცემით მოკლეს უბნელებმა, რომლებმაც სასმელი ვერ მოინელეს და იმდენი ურტყეს თავში საწყალ ბიჭს, რომ ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა. დღეს მთელი საღამო სამძიმარზე ვიჯექი. გამწარებული დედა პირდება თავის შვილს, რომ უმკაცრესად დასჯის მკვლელებს და სამართალი იზეიმებს!
არ გრცხვენიათ? აგიკრძალეს სიმართლის თქმა? ისედაც გამწარებულ ოჯახს როგორ აკადრეთ… ძალიან სამარცხვინოა!“
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი  ეხმაურება შაკო ნათენაძის გარდაცვალების ფაქტის გაშუქებას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, სადაც კოლეგის ცემით სიკვდილზე არაფერი თქმულა:
„იმედის თანამშრომელი, ახალგაზრდა ბიჭი ცემისგან მოკლეს.
იმედმა გამოაცხადა — გამოწვევებს ვერ გაუძლო.
საკუთარ თანამშრომელზე ვერ თქვეს, რომ ნაცემი იყო.“
 ჟორჟოლიანი პირდაპირ მიმართავს ტელევიზიის თანამშრომლებს:
 „იმედზე ვინც მუშაობთ, ეგ ფული რად გიღირთ? რამდენ ხანს გეყოფათ?
ხვალ რას აპირებთ, როცა ცემისგან მოკლული თანამშრომლის ოჯახს თვალებში ვერ ჩახედავთ? თუმცა რა თვალებში… რა თვალებში…“
მისი თქმით, ეს სიჩუმე უკვე არა მხოლოდ მედიის კრიზისია, არამედ მორალური დაცემის მკაფიო ნიშანი:
 „უმძიმესია თქვენი რეალობა.“
გაზიარება
წინა პოსტი

მტკვარში 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ეძებენ

შემდეგი პოსტი

117 პირიდან 91 პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს, აღრიცხულია მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის 108 შემთხვევაც – რა წერია ანგარიშში

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'