TV PLAY
help@meganews.ge
შაბათი, 14 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
შაბათი, 14 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

117 პირიდან 91 პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს, აღრიცხულია მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის 108 შემთხვევაც – რა წერია ანგარიშში

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოემბრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს. ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანგარიში შეეხება 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მიზნით.

საია-ს ცნობით, დოკუმენტირების ფარგლებში ინტერვიუ ჩატარდა 117 პირთან, რომელთა 77.7% (91) მიუთითებს, რომ ისინი დაექვემდებარნენ ძალადობას და არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან.

„დოკუმენტირების ანგარიშის მომზადების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების 11 ორგანიზაცია მონაწილეობდა. დოკუმენტირება ეყრდნობა როგორც საჯარო ინფორმაციას, ასევე საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ძალადობის მსხვერპლების მიერ მოწოდებულ მტკიცებულებებს და მათთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუებს.

დოკუმენტირების ფარგლებში ინტერვიუ ჩატარდა 117 პირთან, რომელთა 77.7% (91) მიუთითებს, რომ ისინი დაექვემდებარნენ ძალადობას და არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან. ანგარიშში აღწერილი საპოლიციო ძალადობის ფორმები, მათი ინტენსივობა, თანმიმდევრულობა და მასშტაბი მიუთითებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფართოდ გავრცელებასა და სისტემურობაზე.

ამასთან, ანგარიში მიმოიხილავს შეკრების თავისუფლების უკანონო და არაპროპორციული დარღვევის შემთხვევებს. საპოლიციო ძალები ფიზიკურ ძალადობასთან ერთად ინტენსიურად იყენებდნენ აქტიურ სპეციალური საშუალებებს, რომელთა გამოყენებაც ხშირად იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი.

ანგარიში ასევე აანალიზებს გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. აღსანიშნავია, რომ მედია საპოლიციო ძალადობის განსაკუთრებულ სამიზნედ იქცა, რაც წაქეზებულია „ქართული ოცნების“ მიერ მედიის მადისკრედიტირებელი კამპანიებით და მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობით. ანგარიშში დოკუმენტირებულია მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის 108 შემთხვევა.

ანგარიშში ასევე იდენტიფიცირებულია პროტესტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციის პრაქტიკა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მართლმსაჯულება სისტემურად გამოიყენება/გამოიყენებოდა აქციის მონაწილეების, მათ შორის, ხშირად, საპოლიციო ძალადობის მსხვერპლთა უსაფუძვლო დასჯისთვის, მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაუსაბუთებელი დაკისრების გზით.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოში ასევე აქტიურად განიხილება/განიხილებოდა არაერთი სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც უკავშირდება 2024 წლის აპრილ-მაისისა და, შემდგომ, ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს დაკავებულ აქტივისტებს. საპროტესტო აქტივობებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით დაკავებების გამოყენებამ, ფაქტობრივად, მოახდინა მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზაცია და შეზღუდა თავისუფალი შეკრება. 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, 60-ზე მეტ ადამიანს ემუქრება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. მათგან, 10 პირს ბრალი ედება 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ხოლო 52 ადამიანს – 2024-2025 წლების ნოემბერ-თებერვლის აქციებთან მიმართებით.

დოკუმენტირების ანგარიში ასევე მიმოიხილავს რეპრესიის სხვა მეთოდებს: იძულებითი გაუჩინარების შემთხვევებს, საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეებისა და პირადი ჩხრეკის უკანონო პრაქტიკას, საჯარო მოსამსახურეთა დისკრიმინაციულ გათავისუფლებას და საკანონმდებლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

ამასთან, ანგარიში აანალიზებს კონკრეტული უწყებების და მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობას სისტემურ რეპრესიებში. ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე ეფექტიანი რეაგირების ნაკლებობა, არაეფექტიანი გამოძიება, მიკერძოებული სასამართლო ხელისუფლება, მაღალჩინოსნების მიერ ძალადობის აშკარა და ღია მხარდაჭერა/წაქეზება, ისევე, როგორც ახალი რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივები, მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებების შეზღუდვის და პროტესტის ძალადობრივად ჩახშობის მეთოდები სისტემურია და მასში „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული ხელისუფლების სამივე შტო მონაწილეობს. ინსტიტუციურ და ინდივიდუალურ დონეზე დაუსჯელობას კიდევ უფრო აღვივებს გამოძიების არაეფექტიანობა და სრულად ანადგურებს ნდობას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანგარიშის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

ანგარიში მომზადებულია შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC), უფლებები საქართველო (RG), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერთა ჯგუფი (WISG), წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT).

გაზიარება
წინა პოსტი

ჟურნალისტი შაკო ნათენაძე, არსებული ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა

შემდეგი პოსტი

ქობულეთის მერი ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'