TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ღამით, როცა ყველამ დაიძინა, მერე გაპარულა სახლიდან” – რას ჰყვებიან ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ 14 წლის მოსწავლეზე?

ქუთაისში 14 წლის სკოლის მოსწავლის, ნინო სარალიძის თვითმკვლელობის საქმეს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. ამ დრომდე არ არის ცნობილი, რატომ მივიდა გოგონა ამ მძიმე გადაწყვეტილებამდე. როგორც ცნობილია, შემთხვევა ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში აღმზრდელის ოჯახში იზრდებოდა დასთან ერთად. ამბობენ, რომ გოგონა ღამის საათებში ჩუმად სახლიდან გავიდა და ტრაგედია დატრიალდა. მომხდარის მიზეზებს იმედია სამართალდამცავები დაადგენენ. ერთ-ერთი ვერსიით, 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა. ცნობილია ისიც, რომ ძალოვნებმა საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღძრეს.

“მინდობით პირს ჰყავდა ეს ბავშვი და არ ვიცით რატომ გააკეთა ეს. ვიცი რომ დაღუპული გოგონა მერვე კლასელია, დანარჩენი დეტალი ჩემთვის უცნობია, ძალიან განვიცდი. მომხდარით გაკვირვებული და გაოგნებული ვარ”,- თქვა ჩვენთან საუბარში ადგილობრივმა.

კვირის პალიტრა , პირველივე დღეს დავუკავშირდით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის უფროსს ნათია წივწივაძეს, ის დაგვპირდა, რომ უწყებაში მომხდარზე კომენტარს გააკეთებენ, თუმცა ამ დრომდე მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამიტომ ამ საქმის ირგვლივ დაგროვილი უამრავი კითხვა პასუხგაუცემელია. უცნობია. რამდენი ხანი იყო გოგონა მინდობით აღზრდაში, თავის დროზე რატომ მიიღო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ოჯახიდან ბავშვის გაყვანის გადაწყვეტილება, რას ამბობენ გოგონას ბიოლოგიური მშობლები მომხდარზე. ისიც უცნობია, რა პირობებში იყო მინდობით აღზრდაში მყოფი გოგონა, ხომ არ ჰქონდა მას ამ ოჯახთან მიუღებლობა, ან ხომ არ გაუჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება. ჩვენთვის უცნობია ისიც, ჰქონდა თუ არა ბავშვთან კომუნიკაცია სოციალურ მუშაკს. როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, ჩვენ შევეცადეთ ამ კითხვების ნაწილზე მაინც მიგვეღო პასუხი სააგენტოდან, მაგრამ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით ვერც ერთ კითხვაზე პასუხს ვერ გაგვცემდნენ. მხოლოდ ის განგვიმარტეს, რომ გამოძიების პროცესში ჩართულები არიან.

“გამოძიება დაწყებულია, ჩვენ ჩართულები ვართ, სხვა კომენტარი ამ ეტაპზე ვერ გაკეთდება, გვექნება თუ არა დაზუსტებული ინფორმაცია, გავაკეთებთ კომენტარს. ჯერ ვერც იმას გეტყვით რამდენი ხანი იყო მინდობით აღზრდაში. ამ ეტაპზე იმაზე მეტს ვერ გეტყვით, რაც გავრცელებულია. დაწყებულია გამოძიება და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ჩართულია”, – გვითხრეს პრესსამსახურში. მათი ამ კომენტარიდან ერთი დღე გავიდა, მაგრამ დღესაც დუმს უწყება და არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გოგონა მინდობით აღზრდაში თავის დასთან ერთად იყო. თურმე ამ ტრაგედიის შემდეგ ის მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაშია და იმედია, მასთან ფსიქოლოგი იმუშავებს და ამ მძიმე ტკივილს შეუმსუბუქებს.

– “ვიცნობდი ნინოს, მაგრამ მომხდარზე ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან განვიცდი ამ ფაქტს. ძალიან საყვარელი და კარგი გოგონა იყო. 14 წლის, სამწუხაროდ ამხელა ტრაგედია დატრიალდა და არ ვიცი მიზეზი. ყველანი განვიცდით. ულამაზესი ბავშვი იყო. სიტყვები არ მაქვს, არ ვიცი რა უნდა ვთქვა, რა უჭირდა ბავშვს. ცოტა გულჩათხრობილი, თავის თავში ჩაკეტილი ბავშვი კი იყო, ამიტომ მასთან დიდად არ მქონია ურთიერთობა. რამდენჯერმე მყავს ნანახი, დიალოგში არ შემოდიოდა. როგორც მისი ტოლი თინეიჯერებისგან განსხვავებული არ იყო. ჰყავს და, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა მინდობით აღზრდაში. ვიცი რომ ძალიან კარგ ოჯახში იყვნენ, იქ კარგად ექცეოდნენ და არ ვფიქრობ რომ იქ პრობლემა ჰქონოდა. ვიცნობ მაგ ოჯახს და საკმაოდ კარგი ხალხია, საშინელ დღეში არიან და განიცდიან, მათაც არ აქვთ პასუხი რატომ ჩაიდინა ბავშვმა ეს. მხოლოდ ის ვიცი, რომ “, სხვა ადგილას წასულა და ეს საშინელება იქ ჩაიდინა. მისმა დამაც არაფერი იცის, გაგიჟებულია ის ბავშვი, იმედი მაქვს გამოძიებით ყველაფერი გაირკვევა, ყველაზე მძიმე ფაქტი ისაა, რომ ბავშვი აღარ არის ცოცხალი”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი. განაგრძე კითხვა

გაზიარება
წინა პოსტი

” თეა წულუკიანმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფერზე პასუხს პირუთვნელ სასამართლოსთან აგებს” – ნიკა მელია

შემდეგი პოსტი

რუსთავში, ბებიას და შვილიშვილს მანქანა დაეჯახა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'