TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საქართველოში ბრიტანელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს – RSF

საქართველოში კიდევ ერთი დასავლელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) ავრცელებს.

 

საქმე ბრიტანელ ჟურნალისტს, უილ ნილს ეხება, რომელიც 20 მაისს, სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, საქართველოში არ შემოუშვეს. უილ ნილი საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა.

 

RSF-ი აღნიშნავს, რომ ნილის საქართველოში არშემოშვება აპრილის დასაწყისში მის წინააღმდეგ “გაშავების” კამპანიას მოჰყვა, რომელსაც ქართველი პოლიტიკური ლიდერები და პრო-სამთავრობო გამოცემები უძღვებოდნენ. ასევე, აღნიშნულია, რომ „მათი თავდასხმა“ ნილის მიერ ბრიტანულ ჟურნალ Byline Times-ში გამოქვეყნებულ გამოძიებას მოჰყვა, “რომელშიც ჟურნალისტი ბიზნეს კავშირებზე საუბრობს ბრიტანეთში მდებარე კერძო სააქციო ჯგუფ Hunnewell Partners-სა და რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს შორის, რომელიც ევროკავშირის მიერაა დასანქცირებული. Hunnewell Partners-ი კი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორია და პრო-სამთავრობო ტელეარხ “ტვ იმედს” ფლობს“.

 

„უილ ნილის შემთხვევა საქართველოში უცხოელი ჟურნალისტების რეპრესიების ახალ ეტაპს აღნიშნავს და მმართველების მიერ სახელისუფლო სტრუქტურებში ნებისმიერი დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიების უარყოფას ნათლად აჩვენებს. იქნება ეს “გაშავების”კამპანიები, რომლებსაც პროსამთავრობო მედია და პოლიტიკოსები უძღვებიან, თუ ადმინისტრაციული დაბრკოლება, ეს დაშინების ტაქტიკები უნდა დასრულდეს. RSF-ი გმობს პოლიტიკურად მოტივირებულ აკრძალვას და მისი დაუყოვნებლივ მოხსნისკენ მოუწოდებს. ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა ასევე პასუხი უნდა აგებინონ ქართველ ოფიციალურ პირებს, ვინც პასუხისმგებელი არიან ბრიტანეთის მოქალაქის ერთ-ერთი უფლების დარღვევაზე”, – განაცხადა RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჟენ კაველიემ.

გაზიარება
წინა პოსტი

13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს

შემდეგი პოსტი

ჰამბურგის მთავარი რკინიგზის სადგურზე პირმა 12 ადამიანი დაჭრა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'