TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება

მზეში დიდხანს ყოფნისას თავი, ალბათ, ერთხელ მაინც აგტკივებიათ. ამ და სხვა სიმპტომებს ხშირად გადახურებას ანდა “მზის დარტყმას” უწოდებენ. სტატიაში თავის ტკივილისა და სიცხის კავშირს მიმოვიხილავთ.

თავის ტკივილს მაინცდამაინც მაღალი ტემპერატურა იწვევს?
კვლევები აჩვენებს, რომ თავის ტკივილი უფრო ხშირია ხოლმე, როცა ტემპერატურა მატულობს. მეორე მხრივ, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ ტკივილს სიცხე იწვევს და არა, მაგალითად, მისი თანმდევი რომელიმე ფაქტორი.

„ამინდი ხშირად იმ 4-5 ტრიგერს შორის არის, რომელზეც ადამიანები საუბრობენ ხოლმე”, – Live Science-თან საუბრისას განაცხადა ნოლან პირსონმა, ნევროლოგიის ასპირანტმა და თავის ტკივილის მკვლევარმა — “მაგრამ რეალურად, შესაძლოა, თავის ტკივილს სიცხის თანმდევი მოვლენები იწვევდეს და არა თავად სიცხე”.

კვლევების უმეტესობა სიცხესა და თავის ტკივილს შორის მხოლოდ კორელაციას, ანუ კავშირს აჩვენებს. მაგალითისთვის, შესაძლოა, კვლევისას თავის ტკივილის გამო საავადმყოფოში მოხვედრის მაჩვენებლები შეისწავლონ სხვადასხვა თვეში და აღმოჩნდეს, რომ ეს მოვლენა ზაფხულობით უფრო ხშირია. მეორე მხრივ, ამის მიხედვით პირდაპირ ვერ დავასკვნით, რომ თავის ტკივილს მაინცდამაინც სიცხე იწვევს. ზაფხულში გარემო და ცხოვრების სტილიც იცვლება, მსგავსი ფაქტორები (თუნდაც ჰაერის ხარისხი, სინათლე და ფიზიკური აქტივობა) კი, შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის თავის ტკივილს იწვევდეს.

პირსონი გვირჩევს, რომ თავის ტკივილის დროს ამის კონკრეტულ მიზეზებზე დავფიქრდეთ. შესაძლოა, ამ ფაქტორებზე მორგება თავად სიცხესთან შეგუებაზე მარტივი იყოს.

სიცხის თანმდევი ფაქტორები, რომლებიც შეიძლება თავის ტკივილს იწვევდეს

თავის ტკივილს ხშირად ცუდი ხარისხის ჰაერი იწვევს, სიცხის ტალღები კი სწორედ მის ხარისხს აუარესებს. სიცხის შედეგად, შესაძლოა, ჰაერში არსებული ქიმიური ელემენტები ოზონად და სხვა საზიანო ნივთიერებებად გარდაქმნას. ოზონი უფერო აირია, რომელმაც ჯანმრთელობაზე არაერთი სახის გავლენა შეიძლება იქონიოს. ამას გარდა, შესაძლოა, სიცხეში ქარი და აირის წნევა ისე შეიცვალოს, რომ დამაბინძურებელი ნივთიერებები (ქარხნებიდან ან მანქანებიდან) ქალაქებში ჩვეულებრივზე დიდხანს დარჩეს, ნაცვლად გაფანტვისა.

ზაფხულის თვეებში დღეები უფრო გრძელია და ულტრაიისფერი გამოსხივებაც მატულობს. მეორე მხრივ, სინათლეში ყოფნასა და თავის ტკივილს შორის კომპლექსური კავშირი არსებობს. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, თავის ტკივილს თავად კაშკაშა სინათლე არ იწვევს; მეორე მხრივ, შაკიკის მქონე ადამიანები შეტევის დროს შუქის მიმართ მეტად მგრძნობიარენი არიან. შესაბამისად, შესაძლოა, მწველი მზის ქვეშ ყოფნამ არსებული ტკივილი გაამძაფროს.

ცნობილია, რომ სიცხის დროს ჩვენი ყოველდღიური რუტინა მეტ-ნაკლებად ირევა, ეს კი თავის ტკივილის შანსებსაც ზრდის. მაგალითად, ასეთ ამინდში დამატებითი წყლის დალევაა საჭირო, რაც ზოგჯერ შეიძლება არ გვახსოვდეს. ასე გაუწყლოებამდე მივდივართ, რომელიც თავის ტკივილის ცნობილი მიზეზია. ამასთანავე, ცხელ ამინდში, შესაძლოა, მადა დაქვეითდეს; დიდხანს შიმშილისისხლში შაქრის დონის ცვალებადობას იწვევს, ამას კი თავის ტკივილის გამოწვევა შეუძლია.

დაბოლოს, სიცხემ ძილის რეჟიმიც შეიძლება აგვირიოს. პირსონის თქმით, “კარგი, მშვიდი ძილი ყველაზე ეფექტიანად მაშინ ხდება, როცა გარემო შედარებით ცივია”. როცა ღამით ძილში რამე — თუნდაც გადახურება — ხელს გვიშლის, ბევრად მეტია შანსი, რომ შაკიკი და კლასტერული თავის ტკივილი განვითარდეს.

წყარო: on.ge

გაზიარება
წინა პოსტი

დღეს ბალახვნელობა აღინიშნება

შემდეგი პოსტი

რატომ არ უნდა იყოს ჩართული ძილის დროს კონდიციონერი – სპეციალისტის განმარტება

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'