TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს – “ტვ პირველი”

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას “ტვ პირველი” ძალოვანი უწყებიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა შსს-ს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. გავრცელებული ცნობებით, მკვლელობის საქმის ფიგურანტი დღეს დააკავეს და მას, სავარაუდოდ, შემხებლობა ჰქონდა მკვლელობის იარაღთან.

 

ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, დაკავებულია სანდრო წივწივაძე.

 

“დაკავებულია სანდრო წივწივაძე. ჩვენ არაერთი კომენტარი გავაკეთეთ აღნიშნულთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი გარკვეულ იარაღებს ფლობდა, რაც შემდეგ სხვის მფლობელობაში გადავიდა. არსებობს ვარაუდი, რომ ამ იარაღებიდან ერთ-ერთით არის ლევან ჯანგველაძე მოკლული. სანდრო წივწივაძის გამოკითხვა, შესაბამისი მოქმედებების ჩატარება მოხდა. თუ რა მუხლით დააკავეს, ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია. სხვა რამის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია. როგორც კი, შესაბამისი მასალები მექნება, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით”,-  აცხადებს კაკაბაძე ,,ინტერპრენიისთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს გვიან ღამით მოკლეს. მას ქვეითთა გადასასვლელთან რამდენჯერმე ესროლეს. ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა. მომხდარის შედეგად დაიჭრა ჯანგველაძის თანმხლები პირიც.

 

პოლიციამ 17 მარტს ბრალდებული, გელა უძილაური დააკავა. უძილაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც 16 – დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურორის განცხადებით, უძილაურმა ჯანგველაძისა და მისი მძღოლის წინააღმდეგ 14-ჯერ გაისროლა. მოსამართლემ უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 მარტს შეუფარდა.

 

ჯანგველაძის ოჯახი და ადვოკატი დანაშაულის დამკვეთის დადგენას ითხოვენ. უფლებადამცველი აცხადებს, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და რომ ლევან ჯანგველაძე და გელა უძილაური ერთმანეთს არ იცნობდნენ.

გაზიარება
წინა პოსტი

მცირეწლოვანზე სექსუალურად ძალადობდა – დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი

შემდეგი პოსტი

ჟიტომირის რეგიონში, რუსების თავდასხმას 3 ბავშვი ემსხვერპლა

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'