TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს – მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენი ქვეყნის წინაშე ყოველთვის იქნება საფრთხეები, რომელიც სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ჩვენზე უკეთ ეცოდინება, თუ რას სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს და არავინ სხვა.

 

„ჩვენ ბოლომდე უნდა ვიწამოთ საკუთარი თავის და გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და არავინ სხვა. რომ არა ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქვეყნისთვის ძალიან რთულ და საშიშ პერიოდში, მხოლოდ ხელისუფლების გონივრული და ეფექტური პოლიტიკა ვერაფერს გახდებოდა. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს თითოეულ პატრიოტ მოქალაქეს. ყველას, ვინც იწამა საკუთარი ქვეყნის ძალა, დადგა სამშობლოს სადარაჯოზე და უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს გადარჩენასა და მშვიდობის შენარჩუნებაში. თქვენ უნდა იამაყოთ თავდადების, გონიერების და ერთგულების გამო. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ იშვიათი შესაძლებლობა და გავერთიანდით ჩვენი ქვეყნისთვის გადამტეხ მომენტში, რომელმაც შესაძლოა, მომავალი ათწლეულები განსაზღვროს, ჩვენ ერთიანობითა და წინდახედულობით, წარმატებით გავიარეთ საფრთხის პირველი ეტაპი და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთივე წარმატებით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს. დამეთანხმებით, ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავალზე ზრუნვა მუდმივ მოძრაობას და მოქმედებას მოითხოვს. როგორც დიდმა ილიამ თქვა: “მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“. ქართველი ხალხი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდებულ და საამაყო პერიოდამდე, „ოქროს ხანამდე“ სწორედ მუდმივმა მოძრაობამ, გადამწყვეტი მომენტისთვის უწყვეტმა მომზადებამ და დაუღალავმა შრომამ მიიყვანა. ის, რომ დღეს ჩვენ საკუთარი სამშობლო, ენა, დამწერლობა, სარწმუნოება გვაქვს, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ქართველს არასდროს შეუწყვეტია მოძრაობა“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

 

როგორც მან აღნიშნა, დღეს სიტყვებს და შორსმჭვრეტელობას ძალიან დიდი ძალა აქვს.

 

„დღეს, თანამედროვე სამყაროში სიტყვებს და შორსმჭვრეტელობას აქვს განუზომელი ძალა, განსაკუთრებით ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. ჩვენი სიტყვა, გონიერება, საკუთარი თავის რწმენა არის დღეს ჩვენი მთავარი იარაღი“,-განაცხადა ყაველაშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

გარდაიცვალა ახალგაზრდა ფეხბურთელი

შემდეგი პოსტი

ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი, თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის – მიხეილ ყაველაშვილი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'