TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

დღეს მსოფლიოში არეული დროა, ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერ-მოყვარე – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი – დღეს მსოფლიოში არეული დროა, ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერ-მოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა – ჩვენი მთავარი ორიენტირი სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს – მამული, ჩვენი ენა და სარწმუნოება!

შალვა პაპუაშვილი – დღეს მსოფლიოში არეული დროა, ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერ-მოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა – ჩვენი მთავარი ორიენტირი სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს – მამული, ჩვენი ენა და სარწმუნოება!

დღეს მსოფლიოში მღელვარე, ბუნდოვანი და არეული დროა. ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერ-მოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა. რა არის ჩვენი მთავარი ორიენტირი ასეთ რთულ დროში? – ესაა, ჩვენი წინაპრებისგან მიღებული ცოდნა, გაზიარებული სიყვარული და გამოცდილება, ჩვენი სახელმწიფოებრივი მეხსიერება და გამოვლილი ათასწლეულები! – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღესაც ჩვენი მთავარი ორიენტირი, ის სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს და მოსავლელად გადმოგვაბარეს წინაპრებმა – ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება.

 

“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წელი შესრულდა. თავისუფლების თითოეული წელიწადი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ყოველი წელიწადი ჩვენს სახელმწიფოს სულ უფრო ავითარებს, აძლიერებს და განამტკიცებს.

 

ჩვენი ეროვნული თვითშეგნების გამყარებასთან ერთად ძლიერდება ჩვენი ჯარი, მტკიცდება ჩვენი საზღვრები, ძალას იკრებს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ხალხის რწმენა, რომ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს აღარასოდეს დავკარგავთ.

 

ჯარისკაცებო! დღეს თქვენ დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს, ღვთისა და ერის წინაშე.ხუთჯვრიანი დროშის წინაშე ხუთჯერ წარმოსთქვით სიტყვა „ვფიცავ“. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვახსოვდეს ფიცი, მიცემული სიტყვა და წმინდა მიზანი, რომლისთვისაც ეს ფიცი დავდეთ.

 

დღეს მსოფლიოში მღელვარე, ბუნდოვანი და არეული დროა. ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერ-მოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა. რა არის ჩვენი მთავარი ორიენტირი ასეთ რთულ დროში? ესაა, ჩვენი წინაპრებისგან მიღებული ცოდნა, გაზიარებული სიყვარული და გამოცდილება, ჩვენი სახელმწიფოებრივი მეხსიერება და გამოვლილი ათასწლეულები. დღესაც, ჩვენი მთავარი ორიენტირი, ის სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს და მოსავლელად გადმოგვაბარეს ჩვენმა წინაპრებმა – ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

როგორც მან აღნიშნა, ამ სამი ცნების გარეშე საქართველოს არასოდეს უცხოვრია და ვერც მომავალში იცხოვრებს. ამ ტრიადიდან რომელიმეს დაკარგვა ნიშნავს, რომ დავიკარგებით როგორც ერი.

 

“ეს ცნებები ჩვენი ცოცხალი მემკვიდრეობაა; უძველესი, მაგრამ თანამედროვე შინაარსის მატარებელი. ამ ცნებების გარეშე არასოდეს გვიცხოვრია და ვერც მომავალში ვიცხოვრებთ. ამ ტრიადიდან რომელიმეს დაკარგვა ნიშნავს, რომ დავიკარგებით როგორც ერი, როგორც სახელმწიფო.

 

ჩვენ ვართ ხალხი, რომლისთვისაც მამული არ არის მხოლოდ გეოგრაფია. ჩვენთვის მამული არის სახლი; სახლი, სადაც ვცხოვრობდით ყოველთვის, დღიდან ისტორიის დასაბამისა.მისი მოფრთხილება, დაცვა, მოვლა-პატრონობა, ჩვენი და ყოველი თაობის უპირველესი ვალია. ამიტომ არის ჩვენი უმთავრესი მისია და მთავარი ეროვნული ამოცანა, ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად აღვადგინოთ და ერთი გალავნით შევკრათ ჩვენი საერთო სახლი, ჩვენი მამული, ჩვენი საქართველო.

 

ჩვენი ენა გვაძლევს ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობის საშუალებას, ურთიერთგაგების, სიყვარულის და სიკეთის უნარს. ქართული ენა ის აზრობრივი კალაპოტია, რომელიც ინახავს ჩვენს მეხსიერებას, სახელმწიფოებრივ, კულტურულ და ტრადიციულ კოდს, რაც გვაქცევს განუმეორებელ, უნიკალურ, ყველასგან განსხვავებულ ქვეყნად.

 

და ბოლოს, ჩვენ ვართ სარწმუნოების ერთგული ხალხი. ჩვენი ეროვნული ენერგია მოდის თითოეული ადამიანის რწმენიდან და ერთგულებიდან, განურჩევლად აღმსარებლობისა თუ ეთნიკურობისა. უღმერთო, უდიერი, დამცინავი და უცხო ღირებულებების მოტრფიალე ადამიანი ვერასდროს იქცევა სამშობლოს პროგრესულ და მაშენებელ ძალად,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მისი თქმით, სწორედ, სამი სიმბოლოს, სამი იდეის დასაცავად ვდებთ ფიცს და ვზეიმობთ დამოუკიდებლობას.

 

“ცრუ ფიცის, ცრუ განზრახვების, ცრუ სწავლებების ყველა შემომტანი თესავს შუღლს, განხეთქილებას, ზიზღსა და ბოროტებას. ამ ქვეყნის ბედს, მის მომავალს მათ ვერ დავუთმობთ.

 

სწორედ ამიტომ, ჩვენი სამი სიმბოლოს, სამი იდეის დასაცავად ვდებთ ფიცს და ვზეიმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას; რათა ყველამ ერთად, ერმა და ბერმა, ქალაქად თუ სოფლად, სამშობლოში თუ უცხოეთში მყოფმა, ჩვენს საერთო სახლში, ჩვენს უძველეს ენაზე, მტკიცე რწმენით, სახალხოდ დავამოწმოთ ჩვენი ერთგულება ქვეყნის წინაშე და ფიცი დავდოთ მის დასაცავად.

 

ჯარისკაცებო! ჩვენ ვართ ვახტანგის, დავითის, შოთას და თამარის ქვეყანა; ქრისტეს კვართის, ღვთისმშობლის პერანგის, უფლის სამსჭვალის მცველი ქვეყანა. თუ ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი რწმენის ერთგულნი ვიქნებით, ბოროტი ძალა ვერასოდეს მოგვერევა.

 

ძალა ერთობაშია! განურჩევლად ჩვენი აღმსარებლობისა, ეთნიკურობისა და ადგილსამყოფელისა, ჩვენ ვართ ერთი ენერგიით გაერთიანებული, ერთიანი ქართველი ხალხი.

 

გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

მთავარი, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აღვივებდა საქართველოში 35 წლის წინ, სიძულვილი იყო – ირაკლი კობახიძე

შემდეგი პოსტი

ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ 

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'