TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ბაჩიაშვილს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების რისკი ემუქრება” – Amsterdam & Partners-ი

საერთაშორისო იურიდიული ფირმა, Amsterdam & Partners-ი “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას ეხმაურება და აღმიშნავს, რომ “26 მაისს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ, ბაჩიაშვილს წამების საფრთხე ემუქრება”.

 

როგორც Amsterdam & Partners-ის განცხადებაშია აღნიშნული, იურიდიული გუნდი გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რათა საქართველომ ასუხი აგოს ბაჩიაშვილის საქმეში ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის, გააპროტესტოს საქართველოში მართლმსაჯულების მიმდინარე დამახინჯება და მოითხოვოს კომპენსაცია ბატონი ბაჩიაშვილის თვითნებური დაკავებისა და არასათანადო მოპყრობისთვის.

 

“ბაჩიაშვილი იყო პოლიტიკური დევნის ინტენსიური კამპანიის სამიზნე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს დე ფაქტო მმართველი. ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის უაზრო და ვადაგასული ბრალდებები, რომლებიც ათწლეულზე მეტი ხნის წინ ლეგიტიმურ ბიზნეს საქმიანობას ეფუძნება, ასახავს სასამართლო სისტემის სისტემურ გამოყენებას პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად. ბაჩიაშვილის საქართველოში იძულებითი დაბრუნება დღეს მას თვითნებური დაკავების, იძულებითი დაკითხვისა და არასათანადო მოპყრობის უშუალო რისკის ქვეშ აყენებს.

 

საფრთხე რეალურია. გაერო-ს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა მიუთითა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების „მრავალი და თანმიმდევრული ბრალდების“ შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ გამოიტანა გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გამო. ხოლო ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) 2018 წლის საჯარო ანგარიშში საუბარია საქართველოში ცემის, იძულებითი დაკითხვისა და დაკავების დროს არასაკმარისი დაცვის მექანიზმების მუდმივი შემთხვევების შესახებ. ეს შეშფოთება განსაკუთრებით მწვავეა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში, როგორიცაა ბატონი ბაჩიაშვილის საქმე, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მთლიანად კომპრომეტირებულია

 

ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში წარმოებული სასამართლო პროცესები თავისთავად წარმოადგენს სათანადო სასამართლო პროცესის ძირითადი სტანდარტების დარღვევას და ის არის უფრო ფართო ნიმუშის ნაწილი, „რომლის მიხედვითაც პოლიტიკურად დაკავშირებული პროკურორები და მოსამართლეები რეჟიმის ოპონენტების გასაჩუმებლად და გავლენის დამოუკიდებელი ცენტრების დასაშლელად გამოიყენებიან საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პასუხისმგებლობას დააკისრებს ბაჩიაშვილის უფლებების ყველა დარღვევისთვის. საქართველომ უნდა შეასრულოს სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და ბაჩიაშვილის და პოლიტიკური მოტივით დევნის წინაშე მყოფი სხვა პირების ფუნდამენტური უფლებების დაცვის ვალდებულებები”, – წერია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, დღეს, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.

გაზიარება
წინა პოსტი

გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს

შემდეგი პოსტი

სად გადაიყვანეს გიორგი ბაჩიაშვილი – რას ამბობს ადვოკატი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'