TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ქართველებო, გმირები ხართ, თქვენი ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა, ბრძოლა ევროპისთვის – რასა იუკნევიჩიენე

მამაცი ქართველი ხალხის მჯერა, ღმერთმა დალოცოს საქართველო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ქართველები გმირები არიან და ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპისთვის ბრძოლაა, ბრძოლა კოლონიური რუსული იმპრესიის წინააღმდეგ.

 

ევროპარლამენტარის თქმით, დიქტატორებს საკუთარი ხალხის ეშინიათ, საქართველოში კი „ერთ ადამიანს დებინიზაციის“ ეშინია, მაგრამ ეს გარდაუვალია, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი და „ეს რეჟიმი შეუთავსებელია“.

 

„ძვირფასო ქართველებო, თქვენს წინაშე დიდი პატივისცემით ვდგავარ და მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს თქვენთან ერთად ვარ. თქვენ შესანიშნავები ხართ. ჩემი გმირები ხართ. ევროპაში ძალიან ბევრი ადამიანის გმირები ხართ. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპარლამენტიდან ჩემი ბევრი კოლეგის მილოცვას გადმოგცემთ. თქვენ ბევრი ლიეტუველის გულსა და გონებაში ხართ. ქართველებს, როგორც ლიეტუველებს, ესმით თავისუფლების ფასი, ისევე როგორც მოლდოველებს, უკრაინელებს, ბელარუსებს. თქვენი ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა. ბრძოლა ევროპისთვის. ბრძოლა კოლონიური რუსული იმპრესიის წინააღმდეგ. დიქტატორებს საკუთარი ხალხის ეშინიათ. პუტინია ის, რომელსაც რუსების ყველაზე მეტად ეშინია. ის მათ წამლავს. ლუკაშენკოს ეშინია თავისი ხალხის. მას ათასობით მოწინააღმდეგე ციხეებში ჰყავს გამოკეტილი. ასევე, საქართველოში ერთ ადამიანს ძალიან ეშინია. მას დებიძინიზაციის ეშინია. თუმცა, ეს გარდაუვალია, რადგან ეს რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი შეუთავსებელია. ბიძინას კოლაბორაციონისტებს მივმართავ, ნუ შეგეშინდებათ ახალი და სამართლიანი არჩევნების. მიეცით ქართველ ხალხს უფლება, თქვან რაც მათ სურთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ქართველებო. თქვენ შთაგვაგონებთ. მე დაკავებული მებრძოლების მიმართ სოლიდარობას გამოვხატავ. მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავ. სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და კიდევ უამრავ სხვას. საქართველო ევროპაა. მინდა აქ, თქვენთან ერთად უკრაინის მიმართ მადლიერება გამოვხატო, რომელიც საკუთარი სისხლით მთელ ევროპას იცავს. დიდება უკრაინას. მე ერთიანი დემოკრატიული ევროპის მჯერა. მე მამაცი ქართველი ხალხის მჯერა. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გაზიარება
წინა პოსტი

სად გადაიყვანეს გიორგი ბაჩიაშვილი – რას ამბობს ადვოკატი

შემდეგი პოსტი

სად იზღუდება დღეიდან მოძრაობა

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'