TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის ველაპარაკოთ?! აი, ვის და რაზე ველაპარაკებით?!”- მამუკა მდინარაძე მაკრონის განცხადებაზე

დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის და რაზე ველაპარაკოთ?! – დამოუკიდებლობის ხარისხი, დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედება! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც დიალოგის შესახებ მაკრონი-ტუსკი-მერცის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში „ჩვენ დამოუკიდებლობის ასეთი ხარისხი არ გვქონია“.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ყველა მოლაპარაკება, მათ შორის, შარლ მიშელის შეთანხმება, მიმართული იყო იმისკენ, „თუ რას ჩამოგვციცქნიდნენ სუვერენიტეტიდან და თუკი ასეთი დიალოგები უნდა წარიმართოს, ამ დიალოგზე ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება აღარასდროს დაჯდება”.

„დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის ველაპარაკოთ?! აი, ვის და რაზე ველაპარაკებით?! დამოუკიდებლობის ხარისხი, დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედება! ნებისმიერი მიმართულებით რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მონაპოვარი დღეს. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა მიმართულებით სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, მე მიმაჩნია და არ მგონია, გულწრფელად მოფიქრალ ქართველს სხვაგვარად მიაჩნდეს, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი დღევანდელი დღის, ჩვენი ხელისუფლების არის საქართველოს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რაც გვაქვს. ათწლეულების განმავლობაში ჩვენ დამოუკიდებლობის ასეთი ხარისხი არ გვქონია და ეს უზრუნველყოფს დანარჩენს ყველაფერს – პროგრესს, რეალურ ევროინტეგრაციას და არა შანტაჟისთვის გამოყენებულ რაღაც ბერკეტებს. ყველა მოლაპარაკება, ყველა დიალოგი, მათ შორის, შარლ მიშელის შეთანხმება, მიმართული იყო რას ჩამოგვციცქნიდნენ სუვერენიტეტიდან, სად შეგვზღუდავდნენ, სად იქნებოდა გარე ბერკეტი მეტი, ვიდრე შიდა და თუკი ასეთი დიალოგები უნდა წარიმართოს, ამ დიალოგზე ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება აღარასდროს დაჯდება,” – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა

შემდეგი პოსტი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'