TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

უცხო ქვეყნის მოქალაქეს არაფერი ესაქმება სხვა ქვეყანაში დემონსტრაციაზე – შალვა პაპუაშვილი

როდესაც დაინახავს პოლონეთის მოქალაქე, რომ პოლონეთის ელჩი ერევა შიდა საკითხებში, როდესაც ესტონეთის მოქალაქე დაინახავს, რომ ესტონეთის ელჩი ერევა შიდა საკითხებში, იმას გონია, რომ თავისთავადია ჩახვიდე უცხო ქვეყანაში და თავს მოახვიო საზოგადოებას შენი პოლიტიკური მოსაზრებები. ასე არ არის აწყობილი სამყარო, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში პოლონეთის საელჩოს მოქალაქეებისადმი მიმართვას.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, გასაკვირია „რადიკალების რეაქციები“ მსგავს საკითხთან დაკავშირებით, როდესაც იქმნება წარმოდგენა, თითქოს თავისთავადია, რომ უცხოელები საქართველოში ჩამოდიოდნენ და აქციებს აწყობდნენ. მისივე თქმით, მისთვის უცნობია მათი მიდგომა არის თუ არა ის, რომ „ჰგონიათ, ყივჩაყების გუნდს ჩამოიყვანენ იმისთვის, რომ მათ მიეხმარონ და შეავსონ მათი შეთხელებული რიგები“.

„ზოგადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არაფერი ესაქმება სხვა ქვეყანაში დემონსტრაციაზე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ამ მხრივ ძალიან მკაფიო პოლიტიკას ატარებს, როდესაც მათ შორის, ვიზას უჩერებს იმ ადამიანებს, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ ვიზის დანიშნულებით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაკავებულები არიან სხვადასხვა მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტით.

რაც შეეხება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებას და არ შემოშვების საკითხს, არ ვიცი რატომ ასკვნის პოლონეთის საელჩო, რასთან შეიძლება იყოს კავშირი, არ ვიცი, რა შემთხვევები იყო. თუმცა, მეორე მხრივ გასაკვირია ამაზე ხაზგასმა. გასაკვირია რადიკალების რეაქციები ასეთ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც იქმნება ისეთი წარმოდგენა თითქოს ეს თავისთავად ის საკითხია, რომ უცხოელები საქართველოში ჩამოდიოდნენ და აქციებს აწყობდნენ. არ ვიცი, თუ ჰგონიათ, რომ ყივჩაყების გუნდს ჩამოიყვანენ იმისთვის, რომ მათ მიეხმარონ და შეავსონ მათი შეთხელებული რიგები, არ ვიცი, ეს მიდგომები თუ აქვთ. მათ შორის ის ფაქტები, როდესაც უცხოელები იყვნენ ჩართულები საქართველოში რადიკალურ პროცესებში, ეს აჩვენებს ერთ რაიმეს, ეს არის გაგრძელება ამ ქვეყნების ხელისუფლების არასწორი პოლიტიკისა. როდესაც დაინახავს პოლონეთის მოქალაქე, რომ პოლონეთის ელჩი ერევა შიდა საკითხებში, როდესაც ესტონეთის მოქალაქე დაინახავს, რომ ესტონეთის ელჩი ერევა შიდა საკითხებში, იმას გონია, რომ თავისთავადია ჩახვიდე უცხო ქვეყანაში და თავს მოახვიო საზოგადოებას შენი პოლიტიკური მოსაზრებები. ასე არ არის აწყობილი სამყარო, ამას არ გულისხმობს სუვერენიტეტი“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს მიმართავს და აფრთხილებს ჯარიმების თაობაზე, რომელიც, შესაძლოა, დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის უცხოელებს დაეკისროთ.

„საქართველოში შესვლაზე უცხოელებისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის თქმის რისკს: ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეულ აქტივობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება შეაფასოს უცხოელის შესვლის რისკ-ფაქტორები და ასევე, შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მფლობელებზეც გავრცელდეს. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხოელებს შეიძლება მძიმე ჯარიმები დაუწესდეთ, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლა შეიძლება დაუყოვნებლივ გადახდას მოიცავდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
წინა პოსტი

როგორი იქნება ახალი ბიომეტრიული პასპორტი

შემდეგი პოსტი

ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არიან დაშავებულები

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'