TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

კარგი სიახლე იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის

ქ. რომში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშემ, ვლადიმერ ბორცვაძემ შეხვედრა გამართეს იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში – მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხთან დაკავშირებით. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული საკითხის მნიშვნელობას, რაც იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ქართული მართვის მოწმობები გამოცდის ჩაბარების გარეშე გადაცვალონ იტალიურ მართვის მოწმობაში.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შეთანხმების შინაარსობრივი მხარე და იმედი გამოთქვეს, რომ შესაბამისი პროცედურების ოპერატიულად დასრულების შემდგომ შესაძლებელი იქნება შეთანხმების ხელმოწერა. აღსანიშნავია, რომ იტალიურმა მხარემ თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის მრავალი წელია მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკების პროცესი ზემოხსენებული შეთანხმების გაფორმების მიზნით. ამასთან, საქართველოს მსგავსი შეთანხმება უკვე აქვს გაფორმებული ესპანეთთან, საბერძნეთთან და ირლანდიასთან“, – წერია ინფორმაციაში.

გაზიარება
წინა პოსტი

წვიმა, ელჭექი,სეტყვა – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

შემდეგი პოსტი

ქუთაისში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'