TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საჯარო სამსახურში მრჩევლის პოზიცია ანაზღაურებადი აღარ იქნება

პირებს, რომლებიც საჯარო სამსახურში მრჩევლებად არიან დასაქმებული და ანაზღაურებას იღებენ, მრჩევლის საქმიანობას განხორციელება უსასყიდლოდ მოუწევთ.

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის მრჩევლების საქმიანობა, რომლებიც მრჩევლის უფლებამოსილებას სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად განახორციელებენ, არაანაზღაურებადი იქნება.

ეს არის ინიციატივა, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის. კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

მოქმედი კანონი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ანაზღაურებადი მრჩევლის აყვანის შესაძლებლობას ითვალისწინებს. პარლამენტში წარდგენილი ცვლილების გათვალისწინებით კი, მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი საქმიანობა ხდება. აღნიშნული რეგულაცია ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე გავრცელდება, გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა.

„მრჩეველის პოზიცია მისი არსიდან გამომდინარე არ არის დატვირთული და ტოლფასი საჯარო სამსახურში სხვა ფორმით დასაქმებული პირებისა. შესაბამისად, მიზანშეწონილია, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირის მრჩევლების საქმიანობა ანაზღაურებადი არ იყოს“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

გაზიარება
წინა პოსტი

ქობულეთში, გზაზე მიმავალი ავტომობილი დაიწვა

შემდეგი პოსტი

“დიქტატურის სრულად გასაფორმებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა რეჟიმს, კერძოდ, რამდენიმე მიკროფონის გაქრობა”- გიგი უგულავა

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'