TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“მცდელობა, რომ მედიაში სიტყვების აკრძალვა დაიწყოს, ორუელის წიგნიდან წამოსული წესებია” – სალომე ზურაბიშვილი

მცდელობა, რომ მედიაში დაიწყოს სიტყვების აკრძალვა, არის სუფთა ორუელის წიგნიდან წამოსული წესები – ცდილობენ, კიდევ უფრო შეზღუდონ საზოგადოება, თუმცა ამ დროს, ეს საზოგადოება იბრძვის და ამ პროტესტს ვერ მოერევიან, – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რეპრესიების ახალი ტალღის დაწყება ხელისუფლების სისუსტის ნიშანია.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მოთხოვნა კვლავ რჩება საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„მინდა გაგიმეოროთ ძალიან მკაფიოდ, რა არის „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ერთობლივი და ყველასთან შეთანხმებული პოზიცია არჩევნების შესახებ. ეს პოზიცია სრულიად უცვლელია. პოზიცია არის, რომ ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ამას ვერ მივაღწიეთ, თუ არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები. ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც არ შეიცვლება თავისი მეორე მოთხოვნით, რომელიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილის და მისი სუს-ის კონტროლის ქვეშ. ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენს პოზიციებს და მოთხოვნებს, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. როგორ მივაღწევთ არჩევნებს – მივაღწევთ სწორედ იმით, რასაც დღესაც ვხედავთ თუ გავახილეთ თვალი: ეს არის ამ რეჟიმის რყევები, რომელიც გრძელდება ყველანაირად. ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბევრ სხვა უწყებას.

რეპრესიები რომ გრძელდება და რეპრესიების ახალი ტალღა რომ იწყება, ესეც არის ამ ხელისუფლების სისუსტის ნიშანი. ის, რაც იწყება დღეს მედიის წინააღმდეგ, ანუ ის მცდელობა, რომ მედიაში გაკონტროლებული იყოს თქვენი ყოველივე სიტყვა და სიტყვების აკრძალვა დაიწყოს, ეს ხომ არის სუფთა ორუელის წიგნიდან წამოსული რაღაც წესები და ახალი მცდელობები, რომ კიდევ უფრო შეზღუდონ საზოგადოება. ამ დროს, ეს საზოგადოება დღეს იბრძვის, პროტესტი გრძელდება და ამ პროტესტის ვერ მოერევიან. ვერ მოერევიან თუ არ გაჩნდა ის, რაც ერთადერთი რეალური ბერკეტის ხელისუფლებას: საზოგადოებაში შეიტანონ რაღაც გაუგებრობები, იმედგაცრუება, გახლეჩა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველა ერთად უნდა შევებრძოლოთ. ანუ, ერთიანობა იმაში, რომ ჩვენ მხნედ და გამართულად ვიდგეთ და გაგაგრძელოთ ეს ბრძოლა ბოლომდე და ის ბოლო უკვე მოჩანს,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება

შემდეგი პოსტი

“რატომ იღებ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში? რის იმედად?” – ირაკლი ზარქუა ზურაბიშვილს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'