TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ქუთაისსა და ლიონს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო

დღეიდან, ქუთაისსა და ლიონს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო. ცოტა ხნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა 130 მგზავრით ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა. ახალი მიმართულებით რეისები ქუთაისიდან კვირაში 2 სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებით საინაუგურაციო ფრენას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი სალვატორე გაბრიელე იმპერიალე დაესწრნენ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ახალი მიმართულება საშუალებას იძლევა გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული კავშირები საქართველოსა და საფრანგეთს შორის.

,,დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს ვთავაზობთ. ლიონი, არის საფრანგეთის მესამე ქალაქი, რომელიც პარიზისა და ნიცას შემდეგ, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით უკავშირდება. ახალი მიმართულება უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას ქუთაისსა და საფრანგეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს შორის, ასევე, ეს იქნება სასიამოვნო სიახლე ქართველი ქომაგებისთვის, მარტივად შეძლონ დასწრება ლიონის ოლიმპიკში მოთამაშე საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის საკლუბო მატჩებზე და იხილონ ის ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე – ჩემპიონთა ლიგაზე. იმედი გვაქვს, რომ ლიონის მიმართულება ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების განვითარებას საქართველოში. ველოდებით, რომ მივიღებთ და მოვემსახურებით უფრო მეტ ტურისტს საფრანგეთიდან და მეტი კმაყოფილი მგზავრი გაემგზავრება საქართველოდან საფრანგეთში“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ამ ეტაპზე,Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს.

გაზიარება
წინა პოსტი

“რატომ იღებ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში? რის იმედად?” – ირაკლი ზარქუა ზურაბიშვილს

შემდეგი პოსტი

ამინდი მკვეთრად იცვლება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'