TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“„ნაცმოძრაობის“ და „ახალის“ წარმომადგენლები აბულინგებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს” – კობახიძე

„ნაცმოძრაობის“ და „ახალის“ წარმომადგენლები როცა გარედან მიიღებენ ინსტრუქციას, მგონია, რომ საკუთარ გადაწყვეტილებასაც შეცვლიან, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს იქნება უკიდურესად დამამცირებელი – ისინი ნებისმიერ დამცირებაზე მოაწერენ ხელს, – ამის შესახებ პრემიერ – მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, გარედან კარნახობენ ოპოზიციას იმას, რა უნდა გააკეთონ, თვითონ დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს.

„მე ამასაც ვფიქრობ, რომ მიუხედავად ძალიან ხმამაღლა განცხადებებისა, რასაც აკეთებენ „ნაცმოძრაობის“, ასევე „ახალის“ წარმომადგენლები, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, მათ შეუძლიათ ამ ყველაფერსაც გადაუსვან ხაზი. დღეს ისინი აბულინგებენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს იმისთვის, რომ მათ სურთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. როცა ისინი მიიღებენ გარედან ინსტრუქცია, მგონია, რომ საკუთარ გადაწყვეტილებასაც შეიცვლიან, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს იქნება უკიდურესად დამამცირებელი. ჯერ სხვას აბულინგებდი, ახლა თავად იღებ არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ეს იქნება მათი დამცირება, მაგრამ ისინი ნებისმიერ დამცირებაზე მოაწერენ ხელს, რაც წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებიათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ უპასუხა კითხვას, რატომ იმყოფებოდა ოპოზიცია ბრიტანეთის საელჩოში და აღნიშნა, რომ ისინი „დადიან სხვადასხვა უცხოურ ოფისში ინსტრუქციების, დავალებების მისაღებად“.

„ჩვენი ოპოზიციის მიდგომაა ის, რომ ისინი დადიან ინსტრუქციების მისაღებად, საკუთარი აზრიც არ აქვთ. პირდაპირ არის ჩვეულებრივი აგენტურა, დადიან სხვადასხვა უცხოურ ოფისში ინსტრუქციების, დავალებების მისაღებად.

კარგი ის არის, რომ ამ დავალებების შედეგად ნადგურდება ისევ ოპოზიცია. გარედან რთულია პულსზე ხელის დაჭერა, პულსის შეგრძნების ქონა, აქედან გამომდინარე გარედან ისეთ დავალებებს იღებენ, რომელიც ოპოზიციის განადგურებას იწვევს. იარონ ასეთ თათბირებზე, მიიღონ ინსტრუქციები, დავალებები, სადამდეც მიიყვანა ოპოზიცია უკვე ვნახეთ, სადამდეც მიყვანს მომავალში ვნახავთ“,- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
წინა პოსტი

პირადობის მოწმობებზე შესაძლოა, მამის სახელისა და ეროვნების აღმნიშვნელი გრაფები დაბრუნდეს – საკანონმდებლო წინადადება

შემდეგი პოსტი

ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლი იყო, დედა უგო­ნოდ. ამ­ბო­ბენ, რა­ღაც ჭა­მეს და ცუ­დად გახ­დნე­ნო – ტრაგედია ხაშურში

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'