TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

სამტრედიაში, 4 წლის ლილე დგვეფაძეს ემშვიდობებიან

გოგონა სამტრედიის მუნიციპალიტეტში, დაბაკულაშში ცხოვრობდა და როგორც “კვირის პალიტრასთან” საუბარში ადგილობრივი ამბობს, ამ დილით ხელში ჩააკვდა მშობლებს.

ყველაფერი ისე უცებ დატრიალდა, რომ პატარას სასწრაფოს ბრიგადამ ვერ მოუსწრო.

“ამ დილით მოხდა ეს საშინელი ფაქტი. მიზეზი არ ვიცი. ბავშვს რამდენიმე თვის წინ რაღაც ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. ზუსტად არ ვიცი რა ოპერაცია გაუკეთდა. დღეს დილით ბავშვი მოულოდნელად გარდაიცვალა სახლში. არ ვიცი რა ვთქვა, საშინელება დატრიალდა, ერთადერთი შვილი ჰყავდათ, მალე 5 წლის გახდებოდა. მართლა საშინელება მოხდა. როგორი საყვარელი ბავშვი იყო ლილე, ჩემი შვილიშვილების ტოლია და რამდენჯერ ქუჩაში ვნახავდი, ვეფერებოდი. ახლოს ცხოვრობენ ჩემს სახლთან, მაგრამ ისე განვიცადე ეს ამბავი, ჯერ მათ სახლში სამძიმარზე ვერ შევედი.

ჩემი მეზობლები არიან, ჩვენთან გაზრდილია მამამისი, მისი ბაბუა ძალიან კარგი ადამიანია. მიჭირს იქ მისვლა, როგორ ვუთხრა სამძიმარი. საშინელება ტრიალებს. ჯანმრთელი ბავშვი იყო, საგანგაშო დაავადება მას არ ჰქონია და არ ვიცი ეს რატომ უნდა დატრიალებულიყო. დილით მამამისი თურმე სამსახურში მიდიოდა, ბავშვს გაუღვიძია ამ დროს და მამასთვის უთქვამს წყალი მინდაო, უცებ ისე დამძიმდა ბავშვი, რომ ვერაფერი მოასწრეს, ადგილზე გარდაიცვალა. ამბობენ გული გაუსკდაო. ზუსტი მიზეზი არ ვიცი. როგორ უნდა ანუგეშო ადამიანმა ეს ოჯახი, რომელიც ამ მწარე რეალობის წინაშეა დღეს. რამდენჯერ მყავს ნაფერები, როგორი საყვარელი პატარა იყო”, – ამბობს “კვირის პალიტრასთან”  საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ დაბა კულაშში ვლადიმერ სოხანეიშვილი.

სოციალურ ქსელში ლილეს ემშვიდობებიან : 

“გლოვის ზარია სამტრედიაში, დიდი მწუხარებაა ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. ჩვენი პატარა თანაქალაქელი, 4 წლის ლილე დგვეფაძე მოულოდნელად გარდაიცვალა… სიტყვები უძლურია ამ მწუხარების გამოსახატავად და აღსაწერად, კიდევ უფრო რთულია ოჯახის განცდის გაგება… თანავუგრძნობთ ოჯახს, ქალაქს ამ დიდ მწუხარებასა და ტკივილს” – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში, რომელიც ჯგუფ “სამტრედიელებში” გავრცელდა.

“ენით აუწერელი მწუხარებაა ოჯახისთვის და ჩვენთვის ვინც გიცნობდით ლილუკა, უფალს ებარებოდე ანგელოზო, ამინ”

“რატომ რატომ ღმერთო გამისკდა გული ასე უმწეო ანგელოზი ,უფალს ებარებოდე პატარა ფერია გოგო. გამძლება შენს მშობლებს.”

“გასკდა გული სიტყვები ზედმეტია გამძლეობა მის დედას მამას დ ყველა მის ახლობელ ადამიანებს ნათელი მის ლამაზ უმანკო სულს” . 

გაზიარება
წინა პოსტი

როგორ ვებრძოლოთ მწერებს ზაფხულში

შემდეგი პოსტი

“არ მინდა, ბრძოლის გარეშე კალაძეს თბილისი გადავაბარო ” – მამუკა ხაზარაძე

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'