TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

” ოქტომბერში დაგეგმილი რაღაც, არჩევნები არ არის, ტყუილია” – ზურაბ ჯაფარიძე

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, პატიმრობაში მყოფი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რუსთავის ციხიდან წერილს აქვეყნებს.

ოპოზიციონერი წერილში აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ტყუილის ნაწილად გახდომაა.

„რეჟიმი დგას ტყუილზე. მთავარი, თუმცა არასაკმარისი საყრდენი არის ტყუილი.

არასაკმარისი იმიტომ, რომ არ იჯერებს საკმარისი რაოდენობის ქართველი, რომ წაქცეულის ცემა „მოსულა“, პატარა გოგოს ცემა „მოსულა“, 10 კაცის მიერ ერთის გაწიხლვა მოსულა, ფეხმძიმე ქალთან უთენია სახლში შევარდნა „მოსულა“, მინივენებში ახალგაზრდების წამება „მოსულა“ და ა.შ

ამიტომ სჭირდებათ ბევრი კუნთმაგარი გონებაჩლუნგი – ტყუილს ძალა და სისასტიკე თუ არ დაახმარეს, ჩამოიშლებიან. და მაინც, მთავარი არის ტყუილი. ტყუილი არის ამ და ასეთი რეჟიმების არსი. ყოფილი KGB-შნიკები და რაიკომის მდივნები გახდნენ მორწმუნეები.

კრიმინალები – ეპისკოპოსები; პედოფილები – ტრადიციული ღირებულებების დამცველები; მოძალადეები – ქრისტიანები; პოლიციელები – დამნაშავეები; ხალხი, რომლებსაც იმდენად არ სჯერათ ამ ქვეყნის მომავლის, რომ შვილებს უცხოეთში აჩენენ – პატრიოტები; იტყუება ყველა, რიგითი პოლიციელით დაწყებული, მოსამართლით დამთავრებული, ჟურნალისტი, ექსპერტი, პროკურორი, პარლამენტარი, მინისტრი, გამგებელი და ა.შ, ყველა იტყუება, ყველა ბუტაფორიაა, როგორც საბჭოთა კავშირში იყო.

რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებს ათობით ათასი, შეიძლება ასობით, ადამიანის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი, ნებაყოფლობითი თანხმობა – მონაწილეობა მიიღოს ტყუილში. სასამართლო პროცესი? – ტყუილია! გამოძიება? – ტყუილია! არჩევნები? – ტყუილია! ევროპისკენ სიარული? – ტყუილია! ყველაფერი ტყუილია!

მაგრამ ეს ტყუილები ცოცხლობს იმიტომ, რომ მასში ადამიანები იღებენ მონაწილეობას. ვიღაცას დააჯერეს, ვიღაცას ეშინია, ვიღაცას ჰგონია, რომ ის მაინც ვერაფერს შეცვლის, ამიტომ „მოსულა“.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა ასეთი რეჟიმის პირობებში, არის სიმართლის თქმა და ტყუილში არ მონაწილეობა.

არაფრის ისე არ ეშინია რეჟიმს, როგორც სიმართლის.

ერთი მართალი ადამიანი უფრო დიდი პრობლემაა მათთვის, ვიდრე 100 კუნთმაგარი. ამიტომ კლავენ სიტყვის თავისუფლებას სხვადასხვა კანონებით. კანონებით უნდათ დაადგინონ საკუთარი „სიმართლე”, ანუ დააკანონონ ტყუილი, რადგან მარტო „იმედი“ და „პოსტვ“ ვერ ერევა რეალობას.

ტყუილში არ მონაწილეობა არის მინიმუმი. ეს უკვე თავისთავად არის ბრძოლა. პირველი, ვინც ამას უნდა აკეთებდეს და მაგალითს აძლევდეს სხვებს – არიან პოლიტიკოსები.

ოქტომბერში დაგეგმილი რაღაც, არჩევნები არ არის. ტყუილია. ტყუილში მონაწილეობის მიღება, ტყუილის ნაწილად გახდომაა, ტყუილში გასვრა – აწყობს რეჟიმს. არ შეიძლება ამის გაკეთება“, – წერს ჯაფარიძე.

გაზიარება
წინა პოსტი

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

შემდეგი პოსტი

2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევების კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო -ლევან იოსელიანი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'