TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ერთ-ერთ იდეას უვიზო რეჟიმის შეჩერება წარმოადგენს” -პაველ ჰერჩინსკი

წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ერთ-ერთ იდეას უვიზო რეჟიმის შეჩერება წარმოადგენს, – ამის ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

პაველ ჰერჩინსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც ის „მზად არის, რომ არალეგალური მიგრაციის რისკების შესამცირებლად უვიზო მიმოსვლა შეზღუდოს ან შეაჩეროს, მათ შორის საქართველოსთანაც“.

„უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველო ევროკავშირთან პრივილეგირებული ურთიერთობით სარგებლობს. ჩვენ ქართველებს ევროპაში უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის შესაძლებლობა გავუზიარეთ. სამი წლის წინ საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადი შეიტანა და ჩვენ მას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად მივანიჭეთ. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით ერთი წელია, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კარგად არ მიმდინარეობს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, „ევროკავშირში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს ხელისუფლების ქმედებების, გადაწყვეტილებებისა და კანონების საპასუხოდ, რომლებიც საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.

„რა თქმა უნდა, არსებობს შეკითხვა, დამსახურებულია თუ არა ეს პრივილეგირებული ურთიერთობა, რომლითაც საქართველო სარგებლობს. წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ერთ-ერთ იდეას უვიზო რეჟიმის შეჩერება წარმოადგენს. ეს წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული და მათმა ორმა მესამედმა უნდა გადაწყვიტოს. ეს დისკუსიები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე იმას ვიტყოდი, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგება. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ არ გვინდა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამო საფასური რიგითმა ადამიანებმა გადაიხადონ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე უვიზო რეჟიმი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შეგვეჩერებინა და არა ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. თუმცა, დისკუსია გრძელდება, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობა შეუძლიათ“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

გაზიარება
წინა პოსტი

“საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს”- ირაკლი კობახიძე

შემდეგი პოსტი

დასახელდა 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'