TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
No Result
View All Result

ირანის შურისძიება და მუქარა აშშ-ს – ისრაელის მიმართულებით გაშვებულია 100-ზე მეტი დრონი

ის­რა­ელ­მა ირა­ნის ბირ­თვულ პროგ­რა­მა­ზე დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ირა­ნის პა­სუხ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა და უკვე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ირან­მა ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ასზე მეტი დრო­ნი გა­უშ­ვა.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გე­ნე­რალ­მა ეფი დეფ­რინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლი მათ გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ობს.

ირა­ნი­დან გაშ­ვე­ბულ დრო­ნებს ის­რა­ე­ლამ­დე მიღ­წე­ვის­თვის რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დას­ჭირ­დე­ბათ.

“ირან­მა ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 100 უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი გა­უშ­ვა და ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი მათ მო­გე­რი­ე­ბა­ზე მუ­შა­ობს“, – ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პრესს­პი­კერ­მა, ბრი­გა­დის გე­ნე­რალ­მა, ეფი დეფ­რინ­მა გა­ნა­ცხა­და.

„სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ყვე­ლა სის­ტე­მა საფრ­თხე­ე­ბის მო­სა­გე­რი­ებ­ლად მუ­შა­ობს. ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა იმის­გან, რაც აქამ­დე გა­მოგ­ვიც­დია და რთულ სა­ა­თებს ვე­ლით. უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ გამ­ძლე­ო­ბა და მოთ­მი­ნე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ეფი დეფ­რინ­მა.

მისი თქმით, ის­რა­ე­ლის მიერ ირან­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ ირა­ნის არ­მი­ის შტა­ბის უფ­რო­სი, ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის (IRGC) მე­თა­უ­რი და ირა­ნის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სარ­დლო­ბის სარ­და­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის­რა­ელ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და.

ის­რა­ელ­მა ირა­ნის ბირ­თვულ პროგ­რა­მა­ზე დარ­ტყმე­ბი გამ­თე­ნი­ი­სას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გე­ნე­რალ­მა დეფ­რინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დღეს დი­ლით ირან­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პირ­ველ დარ­ტყმებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 200-ზე მეტ­მა ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის თვითმფრი­ნავ­მა მი­ი­ღო. მისი თქმით, დარ­ტყმე­ბის დროს გა­მა­ნად­გუ­რებ­ლებ­მა 330-ზე მეტი საბ­რძო­ლო მა­სა­ლა ჩა­მო­აგ­დეს.

თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ათო­ბით გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ­მა თავ­დას­ხმის პირ­ვე­ლი ეტა­პი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რაც მო­ი­ცავს „ათო­ბით სამ­ხედ­რო სა­მიზ­ნე­ზე, მათ შო­რის ირა­ნის სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში ბირ­თვულ სა­მიზ­ნე­ებ­ზე დარ­ტყმებს“.

თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ირა­ნის ხელ­ში არ­სე­ბუ­ლი მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღი “ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ საფრ­თხეს“ წარ­მო­ად­გენს ის­რა­ე­ლის­თვის და ფარ­თო მსოფ­ლი­ოს­თვის.

ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ ოპე­რა­ცი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი ირა­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სია გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პრესს­პი­კე­როს გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ელ­მა და­ი­წყო “პრე­ვენ­ცი­უ­ლი, ზუს­ტი, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვა“ ირა­ნის ბირ­თვულ პროგ­რა­მა­ზე და­სარ­ტყმე­ლად.მისი თქმით, დარ­ტყმე­ბი იყო პა­სუ­ხი „ირა­ნის რე­ჟი­მის მხრი­დან ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე აგ­რე­სი­ა­ზე“.

ამას­თან, ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ გა­ნა­ცხა­და, რომ დარ­ტყმე­ბი ოპე­რა­ცია “აღ­მა­ვა­ლი ლო­მის” ნა­წი­ლი იყო და დას­ძი­ნა, რომ ირა­ნი ის­რა­ე­ლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. წაიკითხეთ ვრცლად; 

გაზიარება
წინა პოსტი

ცნობილია გორში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

შემდეგი პოსტი

“ცნობიერება დაუბრუნდა, თუმცა მეტყველება უჭირს” – როგორია ქალის მდგომარეობა

კატეგორიები

  • ამინდი
  • ასტროლოგია
  • ახალი წელი 2020
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • ომი უკრაინაში
  • ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

SWIFT გოგირდის აუზები გორდი გურიის სტიქია ელდარ თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'