TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

წარმოშობით ქართველი ბლეიზ მეტრეველი დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას უხელმძღვანელებს

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის, მსოფ­ლი­ო­ში MI6-ის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის 47 წლის ბლე­იზ მეტ­რე­ვე­ლი და­ი­ნიშ­ნა. მეტ­რე­ვე­ლი პირ­ვე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვას უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

ინ­ფორ­მა­ცია MI6-ის უფ­რო­სად ბლე­იზ მეტ­რე­ვე­ლის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ 15 ივ­ნისს გა­მოქ­ვეყ­ნდა დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის სა­იტ­ზე. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა კირ სტარ­მერმა გა­ნა­ცხა­და, რომ მეტ­რე­ვე­ლის “ის­ტო­რი­უ­ლი და­ნიშ­ვნა” მოხ­და იმ დროს, როცა სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც არას­დროს.

“ბლე­იზ მეტ­რე­ვე­ლის ის­ტო­რი­უ­ლი და­ნიშ­ვნა იმ დროს ხდე­ბა, რო­დე­საც ჩვე­ნი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. დიდი ბრი­ტა­ნე­თი უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე დგას, იქ­ნე­ბა ეს აგ­რე­სო­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ჩვენს წყლებ­ში ჯა­შუ­შურ გე­მებს გზავ­ნი­ან თუ ჰა­კე­რე­ბის­გან, რო­მელ­თა დახ­ვე­წი­ლი კი­ბერ­გეგ­მე­ბი ჩვე­ნი სა­ჯა­რო სერ­ვი­სე­ბის ჩაშ­ლას ისა­ხავს მიზ­ნად“, – გა­ნა­ცხა­და მან.

  • ბლეზ მეტ­რე­ვე­ლი, კა­რი­ე­რუ­ლი დაზ­ვერ­ვის ოფი­ცე­რია, რო­მე­ლიც სამ­სა­ხურს 1999 წელს შე­უ­ერ­თდა. ის სერ რი­ჩარდ მურს დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ოქ­ტომ­ბერ­ში შეც­ვლის და დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის მე-18 უფ­რო­სი გახ­დე­ბა. მისი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის დიდი ნა­წი­ლი უკავ­შირ­დე­ბა ოპე­რა­ტი­ულ მუ­შა­ო­ბას ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და ევ­რო­პა­ში.

47 წლის მეტ­რე­ვე­ლი ამ­ჟა­მად MI6-ის Q დე­პარ­ტა­მენ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია, რო­მე­ლიც ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და ინო­ვა­ცი­ებ­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. მა­ნამ­დე კი შიდა უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სა­ა­გენ­ტო­ში, დი­რექ­ტო­რის დო­ნის სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვებ­და.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეტ­რე­ველს გა­ნათ­ლე­ბა კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პემ­ბუ­კის კო­ლე­ჯში აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ის ან­თრო­პო­ლო­გი­ას სწავ­ლობ­და.

მის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. იძებ­ნე­ბა მისი ერ­თა­დერ­თი ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც მეტ­რე­ველ­მა სამი წლის წინ Financial Times-ს მის­ცა (ის სტა­ტი­ა­ში ანო­ნი­მუ­რად არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, ფსევ­დო­ნი­მით – “ადა“).

“ინ­ტერ­ვი­უ­სი მეტ­რე­ველ­მა აღი­ა­რა, რომ ბავ­შვო­ბა­შიც კი, ჯა­შუ­შო­ბა იყო ერ­თა­დერ­თი სამ­სა­ხუ­რი, რა­ზეც ოც­ნე­ბობ­და,“ – წერს გა­მო­ცე­მა.

ის გა­სულ წელს წმინ­და მი­ქა­ე­ლი­სა და წმინ­და გი­ორ­გის ორ­დე­ნის რა­ინდ-კო­მან­დო­რად და­ი­ნიშ­ნა.

ახ­ლა­ხან ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბის შემ­დეგ კი გა­ნა­ცხა­და:

“ვა­მა­ყობ იმით, რომ ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. MI6 სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს – MI5-თან და GCHQ-თან ერ­თად, ბრი­ტა­ნე­ლი ხალ­ხის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­სა და სა­ზღვრებს გა­რეთ, დიდი ბრი­ტა­ნე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის წინ წა­მო­წე­ვა­ში. მო­უთ­მენ­ლად ველი ამ სა­მუ­შა­ოს გაგ­რძე­ლე­ბას MI6-ის მა­მაც ოფიც­რებ­თან, აგენ­ტებ­თან და ჩვენს მრა­ვალ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ორ­თან ერ­თად“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 1909 წელს, და­არ­სე­ბის დღი­დან, MI6-ს არას­დროს ჰყო­ლია ქალი ხელ­მძღვა­ნე­ლი.

  • Financial Times წერს, რომ 47 წლის ბლე­იზ მეტ­რე­ვე­ლის გვა­რი ქარ­თუ­ლია, იგი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ფლობს არა­ბულ ენას და სიღ­რმი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნებ­შიც

მეტ­რე­ვე­ლის თქმით, მისი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი იყო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ეს­წავ­ლა ბირ­თვუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის “ძა­ლი­ან ღრმა მეც­ნი­ე­რე­ბა“.

ბლეიზ მეტრეველის მამის კონსტანტინე მეტრეველის შესახებ ცნობილია, რომ ის იყო ბრიტანეთის არმიის სამედიცინო დანაყოფის რადიოლოგისტად, გამოცემული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი რადიოლოგიის შესახებ, ხოლო 1986-2001 წლებში იკავებდა სამედიცინო გამოსახულებისა და ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტის ფაკულტეტის ხელმძღვანელის პოსტს ჰონგ-კონგის სამედიცინო უნივერსიტეტში.

2018 წელს ჰონგ-კონგის მედია www.scmp.com-მა მის შესახებ დაწერა, რომ 75 წლის ასაკში ის იყო უხუცესი მორბენალი, რომელმაც ჰონგ-კონგის 100-კილომეტრიანი მარათონი გაირბინა.

გაზიარება
წინა პოსტი

“ვერაფერს ვერ ვაკეთებ,მენანები…” – გონიოში ტრაგიკულად დაღუპულებს ემშვიდობებიან

შემდეგი პოსტი

გოგა მანია ავარიაში მოჰყვა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'