TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ჩვენ ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ, რაც ხსნის იმას, თუ რატომ არ ნებდებიან საქართველოში ადამიანები” – სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ, რაც ხსნის, თუ რატომ არ ნებდებიან საქართველოში ადამიანები, რადგან ეს არ არის მხოლოდ ტიპური პოლიტიკური კრიზისი. ეს ბევრად მეტია და ეხება საქართველოს მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN Prima NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პირველ რიგში, ვაგრძელებ ჩემს, როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტის როლს. საქართველოში ყველა სხვა ინსტიტუტი ახლა პარტიული ორგანოა. ისინი აღარ არიან სახელმწიფო ინსტიტუტები, ისინი აღარ არიან დამოუკიდებლები. ძალიან მნიშვნელოვანია, გვყავდეს ფიგურა, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს უწყვეტობას. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სიმბოლურია. მე არანაირი უფლებამოსილება არ მაქვს, მაგრამ ვიყენებ ამ სიმბოლიკას და ნდობას, რომელიც საქართველოში ხალხისგან მივიღე, რათა ვცადო ოპოზიციის კოორდინაციისა და გაერთიანების როლის შესრულება. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ რეჟიმს და ქვეყნის გარეთ წარმოვაჩინოთ ის, რაც საქართველოში ხდება. ვცდილობ, ვაჩვენო, რა ხდება სინამდვილეში საქართველოში და ვიყო იმ ადამიანების ხმა, ვინც ქუჩაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობს და ვიყო მათი ხმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ჩემი კონტაქტებისა და ნაცნობების წყალობით“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები გრძელდება და ეს აქციები რეალურად, ორ წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, როდესაც ხალხი ქუჩებში გამოვიდა რუსული კანონის წინააღმდეგ.

„ასე რომ, ჩვენ არსებობის ბრძოლაში ვართ, რაც ხსნის, თუ რატომ არ ნებდებიან ადამიანები, რადგან ეს არ არის მხოლოდ ტიპური პოლიტიკური კრიზისი. ეს ბევრად მეტია და ეხება საქართველოს მომავალს. ვფიქრობ, შესაძლოა, პარტნიორები საკმარისად არ აფასებენ იმას, რომ აქ მიმდინარე მოვლენები გამოწვევაა საქართველოს დემოკრატიული პარტნიორებისთვისაც, იქნება ეს შეერთებული შტატები თუ ევროპა და ეს მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს ეხება მთელ კავკასიასა და შავ ზღვას და, შესაბამისად, ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობას. რუსეთი უფრო ფართო გამოწვევას ქმნის აქ, მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპა დიდ ინვესტიციებს დებს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების შესაქმნელად, დემოკრატიული ქვეყნის შესაქმნელად, იმისთვის, რომ შეიქმნას უსაფრთხო და სანდო პარტნიორი როგორც ევროპისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის შავი ზღვის რეგიონში.

„ეს ყველაფერი მოულოდნელად ქრება ისე, რომ არავინ რეაგირებს თანმიმდევრულად და პოლიტიკურად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ადგილზე რეაგირება უნდა მოახდინონ არამედ, სიტყვებით მაინც ნათლად თქვან, თუ რა ხდება“, – აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

გაზიარება
წინა პოსტი

6-12 საათის გარდაცვლილი იყო – რას აცხადებენ “ხონელიძის კლინიკაში” დაღუპული ბავშვის შესახებ

შემდეგი პოსტი

” ნარჩუნდება ძლიერი წვიმა და ელჭექი, მოსალოდნელია სეტყვა”- გარემოს ეროვნული სააგენტო

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'