TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

” ერთ-ერთმა მესაზღვრეს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა“ – დაკავებულია უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ს.ქ.; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1994 წელს დაბადებული დ.ი.; ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობაში დახმარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 2001 წელს დაბადებული ე.ბ., 2002 წელს დაბადებული მ.ჩ. და 2002 წელს დაბადებული ა.ა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ე.ბ.-მ, მ.ჩ.-მ და ა.ა.-მ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მიზნით ს.ქ.-ს და დ.ი.-ს დახმარება გაუწიეს.

ბრალდებულები ს.ქ. და დ.ი. სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისას, მესაზღვრეების მიერ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ს.ქ.-მ ერთ-ერთ მესაზღვრეს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ, ორივე მათგანმა მიმალვა სცადა, თუმცა, მესაზღვრეებმა ისინი მალევე დააკავეს. სამართალდამცველებმა, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაშავებულ მესაზღვრეს სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნტქით; 353-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით და 25-19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
წინა პოსტი

სამეგრელოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შემდეგი პოსტი

მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'