TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ევროპარლამენტი გადაიქცა ბალტიისპირელების ლობისტური ჯგუფის სათარეშო სივრცედ” – გია ვოლსკი

ევროპარლამენტი უკვე გადაიქცა ამ ბალტიისპირელების ლობისტური ჯგუფის სათარეშო სივრცედ – დარწმუნებული ვარ, არც მზია ამაღლობელის ბედი ენაღვლებათ და არც იმ ახალგაზრდა კაცის, რომელმაც პოლიციელს ჩვენს თვალწინ ჩაარტყა ხელკეტი თავში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროპარლამენტის შეფასებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული ევროპარლამენტარები საქართველოში უკონტროლობას, სისხლის დაღვრას და „მაიდნის“ მოწყობას ლობირებენ, თუმცა ვოლსკის განცხადებითვე, ამას „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს.

„ევროპარლამენტი უკვე გადაიქცა ამ ბალტიისპირელების ლობისტური ჯგუფის სათარეშო სივრცედ. საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული სტრატეგია აქვთ ჩამოყალიბებული და დღენიადაგ ავრცელებენ ამ მტრულ აქტებს, მათ შორის ამ რეზოლუციების მეშვეობით. როგორ შეიძლება სააკაშვილზე ილაპარაკო როგორც ადამიანზე, რომელიც არის უდანაშაულო, როდესაც უამრავი ოჯახი და კონკრეტული ადამიანები არიან სერიოზულად დაზარალებულები პირადად მისი ქმედების და იმ სადისტური მმართველობის გამო, რომელიც მან შექმნა. კონკრეტული დანაშაულებია ჩადენილი. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ჯოხის ჩარტყმაც იყო და პოლიციელზე ხელის გარტყმაც. აქედან გამომდინარე, რას ლობირებენ ეს ადამიანები, კონკრეტული ევროპარლამენტარები წლების განმავლობაში?! იმას, რომ აქ უკონტროლობა იყოს?! იმას, რომ აქ დაიშვას იმ პროცესის განვითარება, რომელიც მათ დაგეგმეს?! – ეს არის სისხლის დაღვრა ქვეყანაში, „მაიდნის“ მოწყობა. რასაკვირველია, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. საკმაოდ სერიოზული პროპაგანდისტული რესურსია, რასაც ისინი ატარებენ და ამას კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იყენებს. დამთავრდა. სხვა, ამის იქით სცენარი არ არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც მზია ამაღლობელის ბედი ენაღვლებათ და არც იმ ახალგაზრდა კაცის, რომელმაც პოლიციელს ჩვენს თვალწინ ჩაარტყა ხელკეტი თავში. სწორედ მაგათი ინიცირებულია, მათი წახალისებულია და მათი პროვოკაციაა, რომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში ისე იქცევიან, რომ საქართველოს ზიანი მიაყენონ. სწორედ ამ ხალხის, ვინც დღეს, აგერ, ამ პლაკატებით და ბანერებით გვევლინებიან, ვითომდა დემოკრატიის დამცველებად,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით – „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის, აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციონერი ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
წინა პოსტი

‘თავსმოხვეული ომის დასრულების ერთადერთი გზა მტრის აგრესიის უპირობოდ შეჩერებაა”- ირანის პრეზიდენტი

შემდეგი პოსტი

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალი სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით წარედგინა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'