TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ქრთამის სახით 5000 ლარი შესთავაზეს, ხოლო შემდგომი უკანონო საქმიანობის მფარველობისთვის, სისტემატურად, 2000 ლარს დაპირდნენ.

 

„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ქრთამის სახით 5000 ლარი შესთავაზეს, ხოლო შემდგომი უკანონო საქმიანობის მფარველობისთვის, ხე-ტყით თითოეული დატვირთული სატვირთო ავტომანქანის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სისტემატურად, 2000 ლარს დაპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის აღნიშნული თანამშრომლის მიერ, პროკურატურისთვის ოპერატიულად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დაიწყო.

 

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, 20 ივნისს, ორივე პირი უკანონო ქმედების შესასრულებლად ქრთამის ნაწილის 3000 ლარის გადაცემის შემდგომ დააკავეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

საქართველოს პროკურატურისთვის მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ქრთამის აღება/მიცემის ფაქტებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას მომავალშიც გაატარებს.

 

საქართველოს პროკურატურა მოგიწოდებთ, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი დანაშაულის შესახებ თქვენთვის გახდება ცნობილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ შესაბამის საგამოძიებო სტრუქტურებს, რასაც მოჰყვება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება”, – ნათქვამია განცხადებაში

გაზიარება
წინა პოსტი

ისტორიაში პირველად საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

შემდეგი პოსტი

ქუთაისში ნინო დათაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'