TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“გახარიას შეუძლია არჩევანი გააკეთოს: ირჩევს კონსტიტუციას, თუ პირად გეგმებს საზღვარგარეთ”- შალვა პაპუაშვილი

გახარიას შეუძლია არჩევანი გააკეთოს: ირჩევს საქართველოს კონსტიტუციას, თუ პირად გეგმებს საზღვარგარეთ – 2 ივლისი წინაა, მე იმედი მაქვს, [კომისიის სხდომაზე] გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარიას მისცა კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდეს და მოიხადოს თავისი, როგორც მოქალაქის ვალდებულება“.

პაპუაშვილის თქმით, კომისიაზე გამოცხადება სავალდებულოა და მნიშვნელოვანია, გახარიამ კითხვებს პასუხი გასცეს.

„ვხედავთ რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებაზე თავს იკავებს გიორგი გახარია და იმიზეზებს იმას, რომ მას შემდეგ, რაც მიიღო შეტყობინება, გამოცხადებულიყო საგამოძიებო კომისიაზე, დატოვა ქვეყანა. ჩვენ ეს დღეები ვისმენთ მოსახლეობის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ სინამდვილეში რასთან გვქონდა საქმე ჩორჩანას შემთხვევაში. ის, რასაც გვიმტკიცებდა გიორგი გახარია და მისი გუნდი, თითქოს, მათ შეძლეს, მისი ამ ქცევით, საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპიროდ. აღმოჩნდა, რომ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია გასულია დღეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ეფექტური კონტროლიდან სწორედ გიორგი გახარიას მიერ მაშინ ჩატარებული ღონისძიებების გამო. მან წინა კომისიაზე ისაუბრა, რომ მის იდეას თუ ინიციატივას, რომ ევროკავშირთან სადამკვირვებლო მისიასთან შეუთანხმებლად, ჩორჩანას ტყეში დაედგა საგუშაგო, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა მსგავსი სტრუქტურები. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის მისიასთან შეუთანხმებლად, ისევე როგორც სხვა უსაფრთხოების სტრუქტურებთან შეუთანხმებლად, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან ჩადგა საგუშაგო, რასაც მოჰყვა შემდეგ რამდენიმედღიანი მოთხოვნა და განხილვა, რომ აეღოთ ეს საგუშაგო და მას შემდეგ, რაც ეს საგუშაგო არ აიღო, ვნახეთ, რომ 5 დამატებითი საგუშაგო გაიხსნა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც იმ მომენტში იყო საქართველო ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას 2 ივლისამდე აძლევს ვადას, იმისათვის, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდეს. თავის მხრივ, გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ყოფილი შს მინისტრი მზად არის „სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებულ კითხვებს 2 ივლისსაც დისტანციურად უპასუხოს“.

გაზიარება
წინა პოსტი

“პრორუსული, პროირანული ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს” – სალომე ზურაბიშვილი

შემდეგი პოსტი

‘”საკუთარი ფეხით ასულა სასწრაფოში, მოწამვლაზე ჩვენც გვაქვს ეჭვი” – რას ჰყვება ვანო ნადირაძის თანამებრძოლი?

დეკემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ნოე    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'