TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, მონაწილეობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის რვა პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, მასში მონაწილეობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის რვა პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივნისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო ბრალდებულებმა დაპირისპირებულ მხარესთან შეხვედრა მოაწყვეს, რა დროსაც ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე და მის დასახმარებლად მისულ მამაზე. დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა. მომხდარის შემდეგ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენისას შემთხვევის ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა იცოდა, რომ ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა. ექვს პირს ბრალდება 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), ხოლო ერთ პირს 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რვავე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და მხილების მიზნით.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გაზიარება
წინა პოსტი

სეს-მა ნაყინები შეამოწმა – ნახეთ შედეგები

შემდეგი პოსტი

ირაკლი ოქრუაშვილს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'