TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საქართველოში მიმდინარეობს პროცესი მოსკოვიდან მიღებული “შპარგალკებით” – გია ხუხაშვილი

[მიხეილ ყაველაშვილის განცხადება] არის ძალიან უტიფარი, ცინიკური და მზაკვრული განცხადება. მშვენივრად ესმის, რომ არცერთი პოლტიიკური პარტია არ დათანხმდება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, რომელმაც შესთავაზა ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართოს განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს სურვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შეწყალების თაობაზე.

 

როგორც გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, ამის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან სალაპარაკო ექნება და იტყვიან, რომ „ჩვენ ვეპატიჟებოდით არჩევნებზე და ისინი არ მოვიდნენ“.

 

„ყველას კარგად ესმის, რომ ამ რედაქციით შეწყალების გაგზავნა და სიტყვის მიცემა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, სუიციდის ტოლფასია. თითქოს კეთილ ნებას გამოხატავს, სინამდვილეში ხელისუფლების მიზანი სულაც არ არის არჩევნებში მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა. ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრების გზაზე ისინი პოლიტიკურ ველს ასუფთავებენ, რათა 4 ოქტომბერს ჩატარდეს მშვიდი არჩევნები, რეალური კონკურენციის გარეშე, რათა დამკვიდრდეს ე.წ. სუვერენული დემოკრატია, რეალურად ავტორიტარიზმი. საქართველოში მიმდინარეობს პროცესი მოსკოვიდან მიღებული შპარგალკებით. მათ უნდათ, რომ ისეთი პარტიები შემოვიდნენ ლეგალურ პოლიტიკურ სივრცეში, რომლებიც აღიარებენ არჩევნების შედეგებს და კითხვის ნიშნები არ იქნება. იმედი აქვთ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ყველა საერთაშორისო მოთამაშეს დაავიწყდება და ფორმალური მრავალპარტიულობა შედგება.

 

საბოლოო ჯამში დასავლეთთან სალაპარაკო ექნებათ. იტყვიან, რომ ჩვენ ვეპატიჟებოდით არჩევნებზე და ისინი არ მოვიდნენ. ვინც მიიღო მონაწილეობა, 25 % ან რამდენსაც გადაუგდებენ აიღებენ ის პარტიები და არცერთს პრეტენზია არ ექნება. იტყვიან, რომ თუ ვინმემ არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ, რომ იცოდნენ წააგებდნენ.

 

თუ ვინმეს ვინმეს შეწყალება უნდა, ამაზე საჯარო განცხადებები არ კეთდება, საჯარო განცხადებები ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და აქედან პოლიტიკურ დივიდენდს ელოდება ხელისუფალი. არც ყაველაშვილის მოფიქრებულია, ყაველაშვილს ვინ ეკითხება შეწყალებას, რასაც ეტყვიან იმას აკეთებს, ძირითადად დომინოს და ნარდს თამაშობს. ბიძინას მოფიქრებულია, ეს არის მისი თამაშის ნაწილი“, – განაცხად გია ხუხაშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

ამინდი მკვეთრად გაუარესდება

შემდეგი პოსტი

გაგათავისუფლებთო – მონობისათვის!რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება – სალომე ზურაბიშვილი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'