TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საზარელი შედეგები აქვთ – მიკროპლასტმასით დაბინძურება საფრთხეს უქმნის ნიადაგის ბინადართ

მკვლევრებმა ჩინეთში აღმოაჩინეს იმ ორგანიზმების მკვეთრი რაოდენობრივი კლება, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ნახშირბადისა და კარბონის გადამუშავებაში

კვლევის თანახმად, მიკროპლასტმასით დაბინძურება საფრთხეს უქმნის ნიადაგის ისეთ ბინადართ, როგორებიცაა: ტკიპა, მატლი და სხვა მცირე ზომის ქმნილებები, რომლებიც ანოყიერებენ მიწას.

კვლევაში აღნიშნულია, რომ გადაყრილი ჩანთები, ჭიქები, ძაფები და სხვა სახის პლასტმასის ნარჩენები უფრო მეტი დოზით არის მიწაში, ვიდრე – ოკეანეებში. მათ საზარელი შედეგები აქვთ იმ მრავალი სხვადასხვა სახეობის ცოცხალი ორგანიზმისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ნიადაგში.

ტკიპები, მრგვალი ჭიები, springtail-ები და მიკროართროპოდებისა და ნემატოდების სხვა სახეობები თითქმის უხილავნი არიან ადამიანის თვალისთვის, თუმცა ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნახშირბადისა და აზოტის გადამუშავებაში და ორგანულ ნივთიერებებს გარდაქმნიან ისე, რომ შემდგომ ბაქტერიამ შეძლოს მათი მოხმარება.

უფრო და უფრო მეტი საფრთხე მოელით მათ ნავთობით გაჯერებული ნარჩენებისგან. Proceedings of the Royal Society-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის თანახმად, 1950 წლიდან დღემდე კაცობრიობამ აწარმოა 6,300 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი, რომელთაგან 79% მოგროვდა ნაგავსაყრელებზე ან გაჟონა ბუნებრივ გარემოში.

ავტორთა თანახმად, ეს არის პირველი ადგილზე შემდგარი კვლევა იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ეს პროცესები მრავალ მიკროართროპოდზე, ნემატოდსა და ისეთ მიკროორგანიზმებზე, როგორებიცაა სოკო და ბაქტერია.

ჩინეთში, ჩუნცინის მუნიციპალიტეტში, ჯინფოშანის მთასთან, მეცნიერებმა სუბტროპიკული მიწის ნაკვეთი დაყვეს ექვს ნაწილად, რომელთაგან თითოეული მოიცავდა ოთხ სატესტო სივრცეს. თითოეული სივრცე განზრახ დააბინძურეს ოთხი სხვადასხვა დაბალი კონცენტრაციის პოლიეთილენის ნაწილებით: ნული, ხუთი, ათი და თხუთმეტი გრამით ერთ კვადრატულ მეტრზე. მას შემდეგ, რაც 287 დღის განმავლობაში დატოვეს პლასტმასი ნიადაგში, მკვლევრებმა შეაგროვეს ხუთი ნიმუში და დაითვალეს მათში არსებული ორგანიზმები.

მეტად დაბინძურებულ მონაკვეთში, სხვა კონტროლირებად ნაკვეთებთან შედარებით, მათ აღმოაჩინეს მკვეთრი კლება ყველაზე გავრცელებული სახეობის, oribatid ტკიპების რაოდენობაში (15%-იანი კლება) და კიდევ უფრო დიდი კლება სამი სხვა სახეობის ართროპოდებში – Diptera (ბუზი)  მატლი (30%-იანი კლება), Lepidoptera (ჩრჩილი და პეპელა) მატლი (44%-იანი კლება) და Hymenoptera (ჭიანჭველები) (62%-იანი კლება). ხოლო ნემატოდებს შორის მათ აღმოაჩინეს 20%-იანი კლება.

მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიასა და სოკოზე გავლენა შედარებით ნაკლები იყო, ნაშრომის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ „მიკროპლასტმასის ზემოქმედება მკვეთრად იჭრება ნიადაგის ეკოსისტემაში, რომელიც იწვევს ცვლილებებს მიკრობების ფუნქციონირებაში და კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს ნიადაგის ნახშირბადისა და აზოტის წარმოქმნაში.

ავტორები ითხოვენ სხვადასხვა ადგილების კიდევ უფრო სიღრმისეულ კვლევას, თუმცა ამბობენ, რომ პოლიტიკოსებისა და მომხმარებლებისკენ მიმართული მესიჯი ცალსახაა: „ჩვენ მოვუწოდებთ, შევამციროთ პლასტმასის გამოყენება და თავი ავარიდოთ მათი ნარჩენების ნიადაგში დამარხვას იმდენად, რამდენადაც ეს მიგვიყვანს ნიადაგისა და ხმელეთის ბინადართა ეკოსისტემების ბიოგეოქიმიური ციკლურობის არახელსაყრელ შედეგებამდე.

სტატიაზე იმუშავა : ანი ჩუბინიძე – სალომე აბუაშვილი

წყარო : https://www.theguardian.com

გაზიარება
წინა პოსტი

სურასათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ამსახველ ვიდეოზე – სეს-მა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა

შემდეგი პოსტი

მასშტაბური სპეც ოპერაცია – ნარკოდანაშაულისთვის დაკავგებულია 34 პირი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'