TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“დათოს სამი დღის წინ ბინა შეუძენია. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა სიხარულით მიიჩქაროდა საყიდლებზე”

💬 როგორც თქვეს, დათოს სამი დღის წინ ბინა შეუძენია. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა სიხარულით და ბედნიერებით სავსე მიიჩქაროდა საყიდლებზე…

–

✍️ დალი ბჟალავა, ჟურნალისტი, დაღუპული დათო ბართიას მეზობელი

–

⚫️ “ერთი გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია.. -ჩემი მეზობელი, დავით ბართია.

ერთი გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია… დღეს ეს სიტყვები თითქოს ჩვეულებრივ სტატისტიკად იქცა ჩვენს რეალობაში.

ციფრებს უკან კი ადამიანები დგანან… ისტორიები… ტკივილი… სიცოცხლეები, რომლებიც აღარასდროს გაგრძელდება.

 

⚫️ ამ ტრაგედიის უკან გაუბედურებული ოჯახებია… ის ოჯახები, სადაც დილით უვნებელი გავიდა ვიღაც სახლიდან, ჩვეულებრივი დღის საყიდლებზე, და ვეღარ დაბრუნდა…

 

⚫️ ერთი გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია… -ასეთი იყო ჩემი დღის ბოლო ნიუსი…

ჩემი მეზობელი, დავით ბართია – სადგურის მოედანზე ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა.

ის ჩვეულებრივი გამვლელი იყო, რომელიც სიხარულით გულანთებული გამოვიდა იმ დღეს, სახლიდან…

 

⚫️ როგორც თქვეს, დათოს სამი დღის წინ ბინა შეუძენია. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა სიხარულით და ბედნიერებით სავსე მიიჩქაროდა საყიდლებზე – გეგმებით, ოცნებებით და ვერაფრით წარმოიდგენდა რა ელოდა. სად ეცალა მას ახლა სიკვდილისთვის?!

იმ დღეს ის ახალ ბინაში უნდა დაბრუნებულიყო — ახალი ცხოვრების დასაწყებად…

ბედნიერებით სავსე… მაგრამ ვეღარ დაბრუნდა.

 

⚫️დათო ახლად ნაყიდ სახლში უნდა დაბრუნებულიყო იმ დღეს – ახალ ცხოვრებაზე, ოცნებით სავსე და თავის ახალ სახლში ბედნიერი ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა.

არ ვიცი, ვინ დგას დათო ბართიას ტრაგედიის უკან. მაგრამ ვიცი –

 

⚫️ დათოს აღარავინ ელოდება სოფლის სახლში.

ვერც დედა ჩამოიღებს ცას კივილით.

ვერც მამის ღრიალი შეძრავს სამყაროს.

ორივე ისინი დიდი ხანია იმ სამყაროში არიან.

 

⚫️როგორი სამწუხარო და სულის შემძვრელია, რომ ასე ნაადრევად და ტრაგიკულად დათოც იმ გზას დაადგა…

მას თითქმის არავინ ჰყავს… (ოჯახის წევრებს ვგულისხმობ)

 

⚫️დარჩა მხოლოდ სოფელი — დათოს მონატრებული სოფელი…

და ახლა მთელი სოფელი ელოდება დათოს.

სოფელი, სადაც ყოველი ეზოდან ნამტირალევი ხალხი გამოდის…

 

⚫️სოფელი, სადაც დათო ყველას ახსოვს – ბავშვობიდან, პატარა ქერათმიანი, ხუჭუჭა ბიჭი… ვისაც ოდესღაც ხელში აყვავანილი დაჰყავდათ…

 

⚫️დათოსთვის იქ ყველაფერი მშობლიურია, იქ მისი ბავშვობაა, იცის, რომ იქ ყველას უყვარს და ყველას ტკივა მისი ტკივილი.

 

⚫️მის მოლოდინში ახლა იქ მდუმარება იქნება ისეთი, რომ ფოთლების შრიალიც კი ტკივილივით გაისმება.

 

⚫️სოფელი იტირებს დათოს ისე, როგორც საკუთარ შვილს — გულით, მთელი ტკივილით… დათოს სული ალბათ იგრძნობს — რომ არ დარჩენილა მარტო…

სოფელი გახდა მისი უკანასკნელი ოჯახი…

 

⚫️უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი…

გაზიარება
წინა პოსტი

საქართველოსთან დაკავშირებით მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა – კაია კალასი

შემდეგი პოსტი

ჩვენ მიერ შეთავაზებული სანქციების სია ორ მოსამართლესაც მოიცავს – კაია კალასი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'