TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, რომეო ტყეშელაშვილის განკარგულება რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ნინო თარხნიშვილის 200 ლარით დაჯარიმების შესახებ. ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ მიიღო. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 7 ივლისს, მაშინ დააჯარიმა, როდესაც ის პროევროპული აქციების მონაწილის, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო სხდომას ესწრებოდა. რომეო ტყეშელაშვილმა ჯარიმა ნინო თარხნიშვილს „სასამართლოს მიმართ უპატივცემულობისთვის“ დააკისრა. ის ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც მოსამართლე დარბაზში შევიდა და დარბაზში მყოფნი, მათ შორის ჟურნალისტები, ფეხზე წამოდგნენ, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი სკამზე სასამართლოს ნებართვის გარეშე, დროზე ადრე დაჯდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თავის განჩინებაში წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ ნინო თარხნიშვილი შესვენებიდან დაბრუნებულ სასამართლოს, სხდომის მდივნის მოწოდებისთანავე, ფეხზე წამოუდგა:

„თბილისის სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნინო თარხნიშვილის მიზანი არ იყო სასამართლოს უპატივცემულობა, ხოლო ის ფაქტი, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში დამსწრე პირი, ნინო თარხნიშვილი შესვენებიდან დაბრუნებულ სასამართლოს, სხდომის მდივნის მოწოდებისთანავე ფეხზე წამოუდგა, მაგრამ სასამართლოს ნებართვის გარეშე დაჯდა, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობად და სხდომის თავმჯდომარის განკარგულების დაუმორჩილებლობად მიჩნევის საკმარის საფუძვლად ვერ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2025 წლის 7 ივლისის განკარგულება 200 ლარით დაჯარიმების შესახებ უნდა გაუქმდეს“, – წერია მოსამართლე ირაკლი შენგელიას განჩინებაში, რომელიც 31 ივლისსაა გამოცემული.

 

გაზიარება
წინა პოსტი

სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება

შემდეგი პოსტი

„რამდენიმე თვის წინ მესამე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა…“ – ცნობილია, იტალიაში დაღუპული ქალის ვინაობა

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'