TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ბრიუსელი ჟონავს – ვნახეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში – შალვა პაპუაშვილი

ბრიუსელი ჟონავს – ვნახეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში – შალვა პაპუაშვილი

ბრიუსელი ჟონავს – ვნახეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში – ბრიუსელმა „რადიო თავისუფლება“ საკუთარ პროპაგანდისტულ მედიად აქცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიისადმი გაგზავნილ ანგარიშში აღწერილია, საქართველო უქმნის თუ არა საფრთხეს ევროკავშირს მიგრაციის მხრივ, კრიმინალური გარემოს გაუარესების მხრივ და ა.შ.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ მხრივ, საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა.

„უპირველეს ყოვლისა, ერთ დეტალს მივაქციოთ ყურადღება – ყველამ ვნახეთ, რომ ბრიუსელი ჟონავს. ვნახეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში. ვნახეთ, რომ „რადიო თავისუფლება“ (რომელიც თავის დროზე CIA-ის მიერ შექმნილი პროპაგანდისტული ქვედანაყოფია), რომელსაც ამერიკამ შეუწყვიტა დაფინანსება და ბრიუსელმა აიღო თავის თავზე დაფინანსება. ბრიუსელმა სპეცსამსახურების ქვედანაყოფი საკუთარ პროპაგანდისტულ მედიად აქცია. ამის მაგალითზე ვნახეთ, როგორ ჟონავს ბრიუსელი, თუმცა აქ პრობლემა არაფერია. ჩვენ არ გვქონდა უფლება, რომ გაგვესაჯაროებინა, თუმცა პირიქით, ჩვენი სურვილიც არის, რომ გასაჯაროვდეს და საზოგადოებამ ნახოს, თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას. ამ ანგარიშში აღწერილია, თუ სად იმყოფება საქართველო ინსტიტუციურ, საკანონმდებლო, თუ სტატისტიკის მიხედვით უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, რაც აინტერესებს და უნდა აინტერესებდეთ კეთილსინდისიერ ჩინოვნიკებს – აღწერილია საქართველო უქმნის თუ არა საფრთხეს ევროკავშირს მიგრაციის მხრივ, კრიმინალური გარემოს გაუარესების მხრივ და ა.შ. ამ მხრივ საქართველო არის სამაგალითო, მათ შორის, რეადმისიის მხრივ, საქართველო კეთილსინდისიერად იქცევა…“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ბრიუსელში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკომისიას 31 აგვისტოს წერილი და შესაბამისი ანგარიში გაუგზავნა, რომელიც ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი ხელმძღვანელის, ბეატე გმინდერის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის 14 ივლისს გაგზავნილი წერილის პასუხს წარმოადგენს.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, წერილში, მათ შორის, საუბარია „კანონის უზენაესობის უზრუნველყოფაზე“.

გამოცემის ინფორმაციით, „ხუთნაწილიანი ანგარიშის „საგარეო ურთიერთობებისა და ფუნდამენტური უფლებების“ ნაწილში ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე პერიოდში მან: „განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციაზე წვდომის, თანასწორობისა და ინკლუზიურობის დაცვისა და განვითარების, ასევე საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიზნით“.

როგორც „რადიო თავისუფლება“ იუწყება, წერილის ავტორები საუბრობენ ქვეყანაში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონის“, „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ და ასევე, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მიღების „საჭიროებაზეც“.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციითვე, ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენელმა, რომელიც ამ საკითხზე ანონიმურობის დაცვის პირობით გაესაუბრა გამოცემას, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილი კი გაგზავნა, მაგრამ „პასუხები დაუსაბუთებელია“.

გაზიარება
წინა პოსტი

„google“ და „YouTube“ რამდენიმე ქვეყანაში გაითიშა, მათ შორის, საქართველოში

შემდეგი პოსტი

“რით უნდა ვანუგეშოთ გამწარებული მშობლები” – ბიჭი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'