TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან და დაუბრუნდით საერთო წინააღმდეგობის ბრძოლას…”- ელენე ხოშტარია

“გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან და დაუბრუნდით საერთო წინააღმდეგობის ბრძოლას…”- ელენე ხოშტარია

ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია – მინდა მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, – ასე მიმართავს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა დღეს შეიწყალა.

როგორც ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათი შეწყალება სასიხარულო ამბავია, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რას ემსახურება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ბუნებრივია, ადამიანის თავისუფლება არის სასიხარულო და ვულოცავ მათ ამას, ადამიანურად. ვუსურვებ ღირსეულ თავისუფლებას ყველა სინდისის პატიმარს, ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც ციხეში რჩება. ამასთანავე, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ეს პოლიტიკურად, რას ემსახურება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია, რომელიც არის ერთადერთი რაც ასაზრდოებს ამ რეჟიმს. ამას შვრებიან ყველაფრის ფასად. ამასთანავე, არ აქვს მნიშვნელობა რა ჩაიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ამას ნამდვილი ოპოზიცია. მინდა მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის, მივმართო დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს, მიიღეთ არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ, ართანამშრომლობის, არშეგუების, არდამორჩილების, წინააღმდეგობის ბრძოლას. ეს იქნება ამ ბრძოლის გაძლიერება. ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება „ლელოსთვის“, მთლიანად ოპოზიციისთვის, ყველა აქტივისტისთვის და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის. სულმოუთქმელად ველი ამ სწორ გადაწყვეტილებას „ლელოსგან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ყაველაშვილმა მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მას სურს არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება.

გაზიარება
წინა პოსტი

“გამობრძანდით ბატონებო! აი, ბურთი და მოედანი” – გურამ მაჭარაშვილი

შემდეგი პოსტი

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'