TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

იმის გამო, რომ ჩვენი დაკავებით ეს პროტესტი ჩაეხშოთ და თქვენში შიში ჩაენერგათ, მოგვიწყვეს პროვოკაცია – მაღაროელი მერაბ სარალიძე

იმის გამო, რომ ჩვენი დაკავებით ეს პროტესტი ჩაეხშოთ და თქვენში შიში ჩაენერგათ, მოგვიწყვეს პროვოკაცია – მაღაროელი მერაბ სარალიძე

ჭიათურელი მაღაროელი მერაბ სარალიძე, რომელიც მეხუთე თვეა, პატიმრობაში იმყოფება, ციხიდან მიმართვას ავრცელებს.
როგორც მერაბ სარალიძე წერს, ის პროტესტის ჩახშობისა და დაშინების მიზნით დააკავეს და არა მისი პირადი კეთილდღეობის მოთხოვნების გამო. სარალიძე მაღაროელებსა და თანაქალაქელებს მხარდაჭერისკენ და გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„მე ვფიქრობ, რომ ვიმსახურებ თქვენს მხარდაჭერას. მე არ დავუკავებივარ არავის პირადი კეთილდღეობის მოთხოვნების გამო. ჩვენი ბრძოლის მიზანი იყო მაღაროელების და მთლიანად ქალაქის კეთილდღეობა და უკეთესი მომავალი. იმის გამო, რომ ჩვენი დაკავებით ეს პროტესტი ჩაეხშოთ და თქვენში შიში ჩაენერგათ, მოგვიწყვეს პროვოკაცია, რის გამოც უკვე მეხუთე თვეა, ციხეში ვზივართ.

ჩვენი თავისუფლების გასაღები თქვენს ხელშია. ამ ეტაპზე მატერიალურ მხარდაჭერაზე მეტად მორალური მხარდაჭერაა საჭირო და მნიშვნელოვანი. მაქვს იმის იმედი, რომ არ გაგვწირავთ უსამართლო პატიმრობისათვის, გვაქვს თქვენი კეთილ გონიერების იმედი”, – წერია მერაბ სარალიძის მიმართვაში.

ცნობისთის, მაღაროელები მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი,
29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეშვიდე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

გაზიარება
წინა პოსტი

ქუთაისში მაღაზია გაქურდეს

შემდეგი პოსტი

თურქეთში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად, ორი პოლიციელი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'