,,ქართული ოცნების” პარლამენტის წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ის პროცესები რომლებიც წარიმართა მელიქიშვილის გამზირზე, არის ევროპელი ელჩების პასუხისმგებლობა.
მისი თქმით მათი დაფინანსებულები არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ არეულობა შემოიტანონ ქვეყქნაში.
,,ყველანაირი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება იმ ელჩებს, ე.წ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც თავისი უმოქმედობით, თავისმიერვე დაფინანსებული ადამიანების გვერდში დგანან, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში შუღლის შემოტანას, არეულობის მოწყობის მცდელობას და ახალისებენ იმ მავნებლობას, რომელიც ხდებოდა მელიქიშვილის გამზირზე“, – აცხადებს გორდულაძე.

Discussion about this post