TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

დაგროვებითი პენსია 22 843-მა პირმა გაიტანა – ვინ და როგორ შეძლებს თანხის მიღებას

სწავლის დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში – განცხადებების მიღება იწყება

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 667 ათასი ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 22 843-მა პირმა, მათზე პენსიის სახით კი, 100.3 მლნ ლარი გაიცა.

რაც შეეხება საპენსიო აქტივების ღირებულებას, ფონდის მონაცემებით, 7.4 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.9 მლრდ ლარს გადააჭარბა.

აგვისტო საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის საკმაოდ კარგი თვე აღმოჩნდა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა. აღნიშნული დადებითი დინამიკა კომპანიების ძლიერ კვარტალურ შედეგებს, გაუმჯობესებულ ეკონომიკურ გარემოსა და ფედერალური რეზერვის მიერ შერბილებული პოლიტიკის მოლოდინებს უკავშირდებოდა.

აგვისტოში, ყველაზე მაღალი – 1.98%-იანი ზრდა დინამიკურმა პორტფელმა აჩვენა, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელები შესაბამისად 1.51% და 1.22%-ით გაიზარდნენ. წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობა სამივე პორტფელისთვის საკმაოდ მაღალია: კონსერვატიული – 7.29% დაბალანსებული – 8.11% დინამიკური – 9.20%

აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი გრძელვადიანი შემოსავლიანობის კუთხითაც ლიდერობს – პორტფელების შექმნიდან (2023 წლის 6 აგვისტო) დღემდე მისი გაწლიურებული ამონაგები 13.8%-ია, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 12.7% და 11.6%-ს შეადგენენ.

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა აგვისტოს ბოლოსთვის 7.4 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 1.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა“, – აღნიშნულია საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა ფორმით და რა ოდენობით შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანა

საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს სამი გზით:

1. პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;

2. ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;

3. მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.

გაზიარება
წინა პოსტი

როდის დაიწყება ახალი ფორმის პირადობისა და პასპორტის გაცემა?

შემდეგი პოსტი

სამეგრელოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'