TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა – ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა

ცოფისა და სხვა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელებისა და ცხოველთა პოპულაციის მართვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამას საქართველოს სამ რეგიონში ახორციელებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ კვერნაძის განცხადებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგება იმ ღონისძიებებს, რომლებსაც სააგენტო აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. მარტვილში მომხდარმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია.

„ცხოველთა ჯანმრთელობის და, შესაბამისად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების მიზნით, ზოონოზური დაავადებების საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად მილიონობით ვეტერინარულ მანიპულაციას ახორციელებს, რაც ეტაპობრივად ისახება შედეგზე. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ პროცესში აუცილებელია მოსახლეობის მხრიდან პრობლემის სიმძაფრის გააზრება და გადაჭრის ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა“, – განაცხადა ვასილ კვერნაძემ.

10 სექტემბრის მონაცემებით, მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, თავშესაფარში გადაყვანილი და ცოფის საწინააღმდეგოდ აცრილია 2 113 ძაღლი და კატა (კახეთში – 789, აჭარაში – 513, იმერეთში – 802 ძაღლი და 9 კატა). 2085 – იდენტიფიცირებულია როგორც დოკუმენტურად, ასევე საყურე ნიშნით (28-ს ჰქონდა საყურე ნიშანი); 1 835 ძაღლს/კატას გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია.

ბუნებრივ გარემოში დაბრუნდა 1 863 ძაღლი/კატა, ამჟამად თავშესაფარში იმყოფება 250 ძაღლი/კატა. ყველა მათგანი ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს.

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის მიზანია ცხოველების პოპულაციის მართვა, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენცია. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოება.

პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
წინა პოსტი

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

შემდეგი პოსტი

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'