TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“სასოწარკვეთილია ოპოზიცია და შეიძლება ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე დაიწყონ ფიქრი”- კობახიძე

“ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი“ „ორკები“, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას ” – ირაკლი კობახიძე

ძალიან მძიმე ფაქტია, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი, ამ საქმის ფიგურანტი, საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სუს-ში გამართულ ბრიფინგს, სადაც უწყებამ საქართველოში უკრაინიდან შემოსულ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ახალი დეტალებზე ისაუბრა.

კერძოდ: „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, ე.წ. „ეს ბე უს“ თანამშრომლებმა და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა“.

პრემიერის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს აღნიშნული საქმის შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან შესაძლო კავშირის დადგენაზე.

„თავისთავად ეს უკვე ძალიან მძიმე ფაქტია, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი, ამ საქმის ფიგურანტი, საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე, რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რითაც განსაკუთრებულად უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბუნებრივია დაინტერესდება კიდეც.

რაც შეეხება შესაძლო კავშირს შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ე.წ. დაანონსებული დამხობა, რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რითაც უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს. თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია, დასუსტებულია და ეს არის მთავარი მიზეზი, ასეთ დროს ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია შეიძლება დაიწყონ ფიქრი. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველა უწყებას, განსაკუთრებით სუს-ს და დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხოების სამსახური ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს. ნებისმიერი ასეთი ფაქტი უნდა იყოს სრულად გამოძიებული. უნდა დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მიყენება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ რამეს. შესაბამისად, ჩვენი რეაგირება იქნება მაქსიმალურად მკაცრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე დიდ წარმატებებს აღწევენ კარიერაში

შემდეგი პოსტი

საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'