TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

GCCA-მა „მეამას“ მიერ მომხმარებლის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა

GCCA-მა „მეამას“ მიერ მომხმარებლის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა

ლოგო გეო

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მეამას“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.
კერძოდ, საქმე ეხებოდა მომხმარებლის უკმაყოფილებას „მეამას“ აპარატიდან ყავის კაფსულის შეძენასთან დაკავშირებით, რა დროსაც, მისი მტკიცებით, პროდუქტის მიღება ვერ მოხერხდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ანგარიშიდან თანხა მაინც ჩამოეჭრა. განმცხადებელი კომპანიისგან ითხოვდა თანხის დაბრუნებას, რასთან დაკავშირებითაც მიმართა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს.
საქმის შესწავლის პროცესში, მოვაჭრემ სააგენტოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად პირობითი ვალდებულებების აღება შესთავაზა. შეთავაზების განხილვის შედეგად სააგენტომ მიიჩნია, რომ პირობითი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში აღარ იარსებებდა კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, შესაბამისად, საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დასრულდა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა: კომპანიის შიდა პოლიტიკის გამოსწორება და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმის შემუშავება ქართულ ენაზე – მკაფიო და გასაგები სახით, პროდუქციასა და მომსახურებაზე გასაყიდი ფასისა და ერთეულის ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება, საგარანტიო პირობების მკაფიო ფორმულირება და იმ მომხმარებელთა უფლებების აღდგენა, რომელთა უფლებებიც,  სავარაუდოდ, დაირღვა კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შედეგად.
შპს „მეამას“ განესაზღვრა 1-თვიანი ვადა სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
Tags: კონკურენციისმეამასააგენტო
გაზიარება
წინა პოსტი

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს

შემდეგი პოსტი

უკანონო ტყითსარგებლობის გარდა მოქალაქეს დაუმორჩილებლობის მუხლიც დაემატა

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'