ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ე.წ. პირველ პრახადნოისთან, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში ცხედარი იპოვეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილია შუა ხნის მამაკაცი. პოლიციის ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი ეპილეფსიური შეტევა გახდა.

Discussion about this post