TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ვინ, სად, რამდენჯერ ახსენებს რუსეთს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის” – შალვა პაპუაშვილი

ბრიუსელი ჟონავს – ვნახეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში – შალვა პაპუაშვილი

პრეზიდენტი თავის გზავნილებს თავად გააჟღერებს, თუმცა ის ჩვენ ქვეყანას წარმოადგენს და ჩვენი ქვეყნის მთავარი სათქმელი არის მშვიდობის პოლიტიკის წარმოების მნიშვნელობა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის პრინციპის აღიარება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ყველამ შეხედა, რას ნიშნავს საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობა, ომი, როდესაც ის პირდაპირ ევროპის შუაგულში ხდება“.

“პრეზიდენტი თავის გზავნილებს თავად გააჟღერებს, თუმცა ის ჩვენ ქვეყანას წარმოადგენს და ჩვენი ქვეყნის მთავარი სათქმელი არის მშვიდობის პოლიტიკის წარმოების მნიშვნელობა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის პრინციპის აღიარება. ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ათწლეულებია აწუხებს და მოსდევს. ვხედავთ, რომ დღეს ბევრი დადგა იმ გამოწვევისა და პრობლემის წინაშე, რომელშიც საქართველო ათწლეულებია დგას და ასე ნელთბილად ვიყავით. დღეს ყველამ შეხედა რას ნიშნავს საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობა, ომი, როდესაც ის პირდაპირ ევროპის შუაგულში ხდება. ამიტომ ვფიქრობ, ყველა უფრო მეტად დააფასებს მშვიდობას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, დაუთმობს თუ არა დროს ყაველაშვილი რუსეთზე საუბარს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სტატისტიკა – ვინ, სად რამდენჯერ ახსენებს რუსეთს და რა კონტექსტში, მათთვის მნიშვნელოვანი არ არის.

„თქვენთვის სტატისტიკაა მნიშვნელოვანი – ვინ, სად, რამდენჯერ ახსენებს რუსეთს და რა კონტექსტში. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. ამას აბსოლუტური დატვირთვა ჩვენი საჯარო გამოსვლების დროს არ აქვს. ჩვენთვის ერთადერთ რამეს აქვს მნიშვნელობა – ეს არის მშვიდობა. მათ შორის ის, რომ არ იყოს ახალი ომი, რომელიც ასე ძალიან უნდა ზოგიერთს.

ასე რომ ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია, იმიტომ მოვხვდით ომში, იმიტომ გადაგვხდა ომები და იმიტომ ვიყავით ერთი ნაბიჯით დაშორებული ომისგან 2022 წელს, რადგან ასეთი ხალხი არის ოპოზიციაში და „ენჯეოებში“, რომლებსაც ბომბების წვიმა ურჩევნია სირცხვილისგან დაწვას. კიდევ ერთხელ, პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტი ჩემი გამოსვლის ტექსტი არაა. მისი გზავნილები იქნება მისი გზავნილები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

” მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მითუმეტეს ხაბეიშვილის დაძახილზე” – გია ვოლსკი 4 ოქტომბრის აქციაზე

შემდეგი პოსტი

დაასახელეს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც ოქტომბერში ფინანსურად გაუმართლოს

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'