TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

დასავლეთ საქართველოში თხილის პლანტაციებს სავარაუდოდ ბაქტერია ახმობს

დასავლეთ საქართველოში თხილის პლანტაციებს სავარაუდოდ ბაქტერია ახმობს

დასავლეთ საქართველოში თხილის პლანტაციებს ბოლომდე დაუდგენელი ბაქტერიული დაავადება ახმობს. როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა აცხადებს, სავარაუდო მიზეზი ბაქტერია “ფსევდომონაა”, რომლით ინფიცირებული ბაღების მოცულობა ამ დროისთვის 7 000 ჰა-ს აღწევს. დაავადება განსაკუთრებით გურიასა და სამეგრელოშია გავრცელებული.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მასთან ბრძოლისთვის ბაღების ოთხჯერ შეწამვლაა საჭირო, ხარჯი ჰა-ზე კი 1300-1500 ლარს აღწევს.

„პირველად 5 წლის წინ მოვახდინეთ ამ დაავადების იდენტიფიკაცია, ეს გამოიხატება ბუჩქების უეცარი ხმობით. ივლისიდან იწყება ფოთლების გაყვითლება და 10 დღეში მთლიანად ხმება. შარშან ჩემს მაგალითზე 20% გახმა, წელს უკვე ეს მაჩვენებელი 50%-მდე გაიზარდა. სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ გაისხლა ან ნიადაგი დამუშავდა.

გურიაში ბევრად უფრო მწვავედ არის გავრცელებული ვიდრე სამეგრელოში, თუმცა პრობლემა ძირითადად ამ ორ რეგიონში ვრცელდება.

იტალიელი და თურქი ექსპერტები ჩამოვიყვანეთ სამინისტროსთან თანამშრომლობით, იმდენად სწრაფად ხმება მცენარე, რომ ამ პროცესში სხვა დაავადებაც უჩნდება და ძნელია მიზეზის იდენტიფიცირება, მაგრამ ერთობლივად მივედით დასკვნამდე, რომ ეს არის “ფსევდომონა,” ბაქტერია რომელიც საკმაოდ რთულია. შეჩერება შესაძლებელია სპილენძის მინარევების დამუშავებით წელიწადში 4-ჯერ, ნოემბერ-დეკემბერში და ასევე გაზაფხულზე 2-ჯერ შეწამვლით. ყველა პროცედურას 1 300 ლარის აგროქიმიკატი სჭირდება 1 ჰაზე, რაც ფერმერისთვის რთული გადასახდელია.

რადგან უკვე გვაქვს ეს ინფორმაცია, წარვადგინეთ პროექტი, გავაგზავნეთ და შევთავაზეთ გადაწყვეტა, რომელიც ჩვენი პრაქტიკით შესაძლებელია. ახლა ვართ მოლაპარაკების პროცესში და იმედი გვაქვს, რომ დახმარების მექანიზმი ამოქმედდება. პრობლემა რთულია და ვადებიც შემცირებულია,“ – განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში მერაბ ჭითანავამ.

www.bm.ge

Tags: ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობსთხილის პლანტაციები
გაზიარება
წინა პოსტი

6 საათში მეორე აფეთქება მოხდა-რას ყვებიან ადგილობრივები

შემდეგი პოსტი

ლელოს ბოლნისის მერობის კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა ოცნების სასარგებლოდ მოხსნა

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'