TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

კასპში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ზღვაში მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს

კასპში მომხდარი უმძიმესი დანაშაულისთვის, სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი კაცი დააკავეს. 43 წლის ზურაბ ბურდულმა, ყოფილი ცოლი, 34 წლის თათია ლომინაძე სასიკვდილოდ გაიმეტა. კაცმა ქალს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, ბენზინი შეასხა და მის დაწვას შეეცადა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.

დანაშაული ე.წ. მირიანის დასახლებაში დღის 12 საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ცეცხლმოკიდებული ახალგაზრდა ქალი სადარბაზოში დარბოდა და შველას ითხოვდა. მძიმე დანაშაული მამაკაცმა ყოფილი სიდედრის თანდასწრებით ჩაიდინა.

 

მეზობლები ამბობენ, რომ ცეცხლის ჩაქრობას ქალის სხეულზე 5 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ.

 

„ანთებული რაღაც ესროლა გოგოს, მოედო წამებში, დავიბენი, რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, ყვითელ ქვიშას ვაყრიდი, რომელიც იქვე ეყარა, მერე სახლში შევვარდი, ფარდა ჩამოვწყვიტე და გადავაფარე. უკვე მოდებული ჰქონდა ცეცხლი, 5 წუთამდე ეკიდა, მერე მეზობელმაც რაღაც ჩამოაგდო და ისიც გადავაფარე. ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ მოხდა. ხელები, სახე დამწვარი ჰქონდა…“, – ამბობს კაცი, რომელიც ფაქტს შეესწრო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ზურაბ ბურდული მეუღლეზე წარსულშიც ძალადობდა. წყვილი ერთმანეთს 4 წლის წინ დაშორდა, მათ საერთო შვილი, 8 წლის გოგონა ჰყავთ. კაცი ცოლს შერიგებას სთხოვდა და ეჭვიანობის ნიადაგზე დროდადრო ფიზიკურად უსწორდებოდა. ზურაბ ბურდულს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.

„სამზარეულოში ვიყავი, შემომესმა მეზობელი კაცის განწირული ყვირილი… ცეცხლმოკიდებული თათია დავინახე, ასეთი რამ ფილმებში თუ მინახავს. თვალები სულ ამომწვარი ჰქონდა. გაშორებულები იყვნენ, არ ურიგდება და იმიტომ ექცევა ეგრეო, სცემსო, ეჭვიანობდაო. დედის თვალწინ სცადა მისი დაწვა. ძალიან კარგი გოგოა თათია, ვლოცულობთ, რომ გადარჩეს“,- ამბობენ ადგილობრივები.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ბურდულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
წინა პოსტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი გაიმართა

შემდეგი პოსტი

საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა

Discussion about this post

დეკემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ნოე    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'