TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“მინდა, ყველას მოვუწოდო: არავინ გაწიროს თავი ციხისთვის” – კახა კალაძე

“არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს” – კახა კალაძე

ყველას მინდა მოვუწოდო, რომ არავინ გაწიროს თავი ციხისთვის,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძემ 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქცია შეაფასა და განაცხადა, რომ თუკი იქნება რაიმე სახის კანონდარღვევა ან გადაცდომა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„მე, როგორც დედაქალაქის მერს, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს ნამდვილად არ გამიხარდება და არ მიხარია, როდესაც ადამიანები დანაშაულს ჩადიან და შემდეგ ციხეში წასვლა უწევთ. ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. თუკი იქნება გადაცდომა, ძალადობა, კონკრეტული ნაბიჯები მოწოდებების შესასრულებლად, რა თქმა უნდა, ამას რეაგირება მოჰყვება“,- განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა შენობების პიკეტირებას, კალაძემ უპასუხა: „ვინც კანონს დაარღვევს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რა ფორმით და როგორ იქნება, რეაგირება მოჰყვება“.

ამასთან, კახა კალაძის განმარტებით, ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„ნებისმიერ ადამიანს, ჯგუფს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის შეკრებით, მიტინგის ჩატარებით. ეს უნდა იყოს ცივილიზებულ ფორმაში. როგორც კი მოხდება ძალადობა, კანონის დარღვევა, ამას, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება“,- განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტებს კითხვაზე, აპირებს თუ არა ხალხის პოზიციის მოსმენას, კახა კალაძემ უპასუხა, რომ გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა, ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამ თავისუფალ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის და თავისუფლების შესაძლებლობა. ნებისმიერ ადამიანს თუ დაჯგუფებას შეუძლია გამოხატოს მისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარია, რომ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს“,- განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

“ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება ჩვენი დიდი სიურპრიზი” – ირაკლი კობახიძე

შემდეგი პოსტი

ბლოგერი პირდაპირ ეთერის დროს დაიღუპა (უცხოეთი)

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'