TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“თუ წინა შემთხვევაში შევძელით მოძალადეების, მხოლოდ 3%-ის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება იდენტიფიცირების მაჩვენებელი” – კობახიძე

“ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი“ „ორკები“, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას ” – ირაკლი კობახიძე

პირთა იდენტიფიცირებაზე თქვენ ნუ იდარდებთ, ჩვენი მთავარი ამოცანა, საზრუნავი არის, ამ შემთხვევაში, მოძალადე მომიტინგეების იდენტიფიცირება და ყველას მინდა დავპირდე, რომ თუ წინა შემთხვევაში ჩვენ შევძელით მოძალადეების, მხოლოდ 3%-ის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება მოძალადეების იდენტიფიცირების მაჩვენებელი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, მოუწოდებს თუ არა ის სამართალდამცველებს დაიცვან ადამიანის უფლებები და ექნებათ თუ არა მათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, იმ შემთხვევისთვის, თუ მათი ქმედება კანონიერ ჩარჩოებს გასცდება.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისი სურვილია, რომ სამართალდამცველების ნაცვლად დღეს პოტენციურ მოძალადე მომიტინგეებზე გააკეთოს აქცენტი.

„ჩვენ არა მხოლოდ მოვუწოდებთ, კონკრეტულ მითითებებს ვაძლევთ სამართალდამცავ უწყებებს, თანამშრომლებს, რომ დაიცვან კანონი ძალიან მკაცრად და კანონის ფარგლებში უზრუნველყონ კანონის დაცვა და კანონის აღსრულებაც. ეს არის პირდაპირი ჩვენი მითითება და ასეთია ჩვენი საჯარო მოწოდებაც. რაც შეეხება პირთა იდენტიფიცირებას, ამაზე თქვენ ნუ იდარდებთ, ჩვენი მთავარი ამოცანა, საზრუნავი არის ამ შემთხვევაში მოძალადე მომიტინგეების იდენტიფიცირება და ყველას მინდა დავპირდე, რომ თუ წინა შემთხვევაში ჩვენ შევძელით მოძალადეების, დაახლოებით, 3%-ის იდენტიფიცირება, მხოლოდ 3%-ის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება მოძალადეების იდენტიფიცირების მაჩვენებელი. დღეს აქცენტს გავაკეთებ მხოლოდ პოტენციურ მოძალადე მომიტინგეებზე,“- განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, მშვიდობიანი რევოლუციის ცნება ბუნებაში არ არსებობს, ხოლო ვინც კონსტიტუციური წყობის დამხობას შეეცდება, უნდა დაელოდოს ხელისუფლების პასუხს.

„ეს არ არის პროტესტი, ეს არის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ჯგუფის პროტესტი- ხან 50 ადამიანი იკრიბება, ხან – 100, ხან -150, ერთი ორჯერ 300-ს მიაღწია მათმა რაოდენობამ. ეს არ არის საზოგადოების პროტესტი. ხვალაც ნახავთ, რომ საზოგადოება გამოვა და 100 ათასობით ჩვენი თანამოქალაქე მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“, ეს არის საზოგადოების ნება. საზოგადოების ნება აისახება არჩევნებში და არა იმ 50 კაცის მიტინგში, რომელიც გამოდის და კეტავს რუსთაველის გამზირს. რაც შეეხება მშვიდობიან რევოლუციას, ეს არის ოქსიმორონი ანუ ნონსენსი თავისი არსით, არავითარი მშვიდობიანი რევოლუცია ბუნებაში არ არსებობს. რევოლუცია და ხელისუფლების ცვლილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ძალადობის გზით. ამიტომ, თუ აანონსებენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, კეთილი ინებონ და დაელოდონ შესაბამის პასუხს სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა არჩევნებაზე „ქართული ოცნების“ მიმართ 1 120 000 ადამიანის მხარდაჭერა დაფიქსირდა და „ეს არის მთავარი საზომი“.

„ჩვენ „გორბის“ კვლევით არ ვხელმძღვანელობთ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ერთადერთი რამით – ეს არის არჩევნების შედეგები. წინა არჩევნებზე ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა. როცა ღილაკებს დაეჭირა ხელი და ამოიბეჭდა საარჩევნო ხმები, დაფიქსირდა 1 120 000 ადამიანის მხარდაჭერა. ეს არის მთავარი საზომი და როდესაც 1 120 000 ადამიანის საპირწონედ 120 ადამიანი დგას გნებავთ, თბილისის შტაბთან, გნებავთ, რუსთაველის გამზირზე, ეს უნდა იყოს „მარკერი“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
წინა პოსტი

„ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შემდეგი პოსტი

„ოცნების“ წინააღმდეგ თითოეული არ მიცემული ხმა, არის „ოცნების“ გამარჯვება – ბერდია სიჭინავა

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'