TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

„ოცნების“ წინააღმდეგ თითოეული არ მიცემული ხმა, არის „ოცნების“ გამარჯვება – ბერდია სიჭინავა

„ოცნების“ წინააღმდეგ თითოეული არ მიცემული ხმა, არის „ოცნების“ გამარჯვება – ბერდია სიჭინავა

არჩევნებზე არ მისვლა და შენი ხმის არ გამოყენება ნიშნავს, რომ შენი ხმა აჩუქე მოძალადე, მოღალატე, მატყუარა, ხალხის ფულის ქურდ „ოცნებას“, რასაც ისევ შენივე წინააღმდეგ გამოიყენებს. ამიტომ, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე!- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე არ მისვლა იქნება დაკარგული შანსი, რაც უკან არ დაბრუნდება.

„ხვალ 4 ოქტომბერია – არჩევნების დღე. არჩევნებში მონაწილეობა არის ჩვენი – საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და ამავდროულად, ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რაც ერთმანეთის და ჩვენი ქვეყნის საერთო მომავლის წინაშე გვაკისრია. არჩევნებზე არ მისვლა და შენი ხმის არ გამოყენება ნიშნავს, რომ შენი ხმა აჩუქე მოძალადე, მოღალატე, მატყუარა, ხალხის ფულის ქურდ „ოცნებას“, რასაც ისევ შენსავე წინააღმდეგ გამოიყენებს. ამიტომ, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ: ოკუპანტებისთვის მოხდილი ბოდიშის წინააღმდეგ! ეროვნული ინტერესების მოღალატე „ოცნების“ წინააღმდეგ! ახალგაზრდებზე, ქალებზე მოძალადე – „ოცნების“ მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ! უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამოკეტვის წინააღმდეგ! ხალხის ფულის ქურდი „ოცნების“ წინააღმდეგ! ქვეყნიდან ახალგაზრდების გაქცევის წინააღმდეგ! „ოცნების“ მფარველობის ქვეშ მყოფი კრიმინალისა და ნარკომანიის წინააღმდეგ! ქართველების ერთმანეთთან ხელოვნური დაპირისპირების და შექმნილი ქაოსის წინააღმდეგ! საქართველოს ევროპული მომავლის შეჩერების წინააღმდეგ!

„ოცნების“ წინააღმდეგ თითოეული არ მიცემული ხმა, არის „ოცნების“ გამარჯვება. ამიტომ, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, მოგმართავთ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს: არჩევნებზე არ მისვლა იქნება დაკარგული შანსი, რასაც უკან ვეღარ დავაბრუნებთ. ასევე, მინდა მივმართო ჯერ კიდევ „ოცნების“ მხარდამჭერებს – თუ თქვენ ხმას მისცემთ „ოცნებას“, თქვენ ხმას აძლევთ „ოცნების“ მიერ ხელოვნურად შექმნილ შუღლს, დაპირისპირებასა და ქაოსს. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდისა და სამართლიანი წესრიგის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქებში, ქუჩებსა და ოჯახებში. ბოლოს, მინდა გავიმეორო უდიდესი ქართველის, ილიას ჭავჭავაძის სიტყვები: „ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური, კაცად კაცური მოვალეობა გადაუხადოთ თქვენს მშობელს ქალაქსა“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გაზიარება
წინა პოსტი

“თუ წინა შემთხვევაში შევძელით მოძალადეების, მხოლოდ 3%-ის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება იდენტიფიცირების მაჩვენებელი” – კობახიძე

შემდეგი პოსტი

“ოპოზიცია ორად არის გახლეჩილი: ერთი მხარე დამხობით ემუქრება ქართველ ხალხს, მეორე ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში გააჩერებს მუნიციპალიტეტის მუშაობას”- კალაძე

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'