TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ღვარცოფმა ენგურჰესი დააზიანა – სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის კომპანია ფინანსებს ითხოვს

ღვარცოფმა ენგურჰესი დააზიანა – სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის კომპანია ფინანსებს ითხოვს

20-21 სექტემბერს მოსულმა ღვარცოფმა “ენგურჰესის” დააზიანა და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სახელმწიფო კომპანია 74 ათასი ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ითხოვს ნებართვას.

შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მოსულმა უხვმა ნალექმა და მდ. ოყორანესა და თომის ღვარცოფულმა მოვარდნამ ჩამოიტანა დიდი ოდენობის ქვა ღორღის მასა და ხეები, რამაც გამოიწვია ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის მე-7 შტოლნის მიმდებარე ტერიტორიისა და მე-7 შტოლნაში შესასვლელი კარების ჩახერგვა, მდ. ოყორანისა და მდ. თომის კალაპოტების გავსება, ასევე ენგურჰესის ძალოვანი კვანძიდან თაღოვან კაშხლამდე მიმავალი საინსპექციო გზის დაზიანება.

 

“მიყენებული დაზიანებების შედეგად შეუძლებელი ხდება მე-7 შტოლნაში შესვლა, კაშხლამდე მიმავალ საინსპექციო გზაზე გადაადგილება და ტვირთების ტრანსპორტირება, ასევე შეუძლებელია სადერივაციო გვირაბის გასწვრივ ფილტრაციულ წყაროებზე პერიოდული დაკვირვება. მდ. ოყორანესა და თომის კალაპოტების ჩახერგვის გამო წვიმის დროს წყალი გადმოდის გზის სავალ ნაწილზე და იწვევს მის შემდგომ დაზიანებას. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება დროის უმოკლეს ვადაში”, – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

შერჩეულმა კომპანიამ რემსერვის 2002“-მა სამუშაოები 20 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. “გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, შპს ,,რემსერვის 2002“ს გამარტივებული შესყიდვის გზით გაუფორმდეს ხელშეკრულება შპს ,,ენგურჰესის” ობიექტებზე ღვარცოფით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები შესყიდვაზე, ღირებულებით 73820 ლარი დღგ- ს ჩათვლით”, – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

წყარო: bm.ge

გაზიარება
წინა პოსტი

ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ფასს მიაღწია

შემდეგი პოსტი

TikTok-ის ტრენდს 2 გოგონა ემსხვერპლა

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'