TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ვის არ შეეცვლება სესხის ყოველთვიური შენატანი – „საზოგადოება და ბანკების“ განცხადება

კრედიტის ლიმიტი 200 000 ლარამდე იზრდება – ნახეთ დეტალები

222 640 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება, – ამის შესახებ ვკითხულობთ „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა.

„საზოგადოება და ბანკების“ ცნობით, 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 222 640 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

„222 640 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია – 179 240 (80%). 40 480 ხელშეკრულება (18%) მცირე და საშუალო ბიზნესზეა გაცემული და დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების მხოლოდ 0.9 %-ია გაფორმებული.

ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 17.824 მლრდ. ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. იპოთეკური სესხების მოცულობა 5.365 მლრდ. ლარს შეადგენს და სამომხმარებლო სესხებზე 3.299 მლრდ. ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (5.748 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.219 მლრდ. ლარი.

ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 64 600 ლარს, სამომხმარებლო სესხის 34 300 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე 142 000-ს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის მოცულობა 1 617 587 ლარს შეადგენს.

შარშანდელთან შედარებით მცირედით გაზრდილია საშუალო საპროცენტო განაკვეთები ლარში სესხებზე. სამომხმარებლო – 14.23 % (შარშან – 13.38%); იპოთეკური – 12.09% (შარშან – 11.72%). მცირედით შემცირდა განაკვეთი დოლარში – 7.71% დან 7.45% მდე.

ინფლაცია ბოლო 2 წლის მაქსიმუმზეა და 5.2%-ია. ეს ძირითადად გამოწვეულია სურსათზე თითქმის 12%-იანი ფასების ზრდით. ამ ფონზე, მოსალოდნელი იყო, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებდა, თუმცა რეგულატორი ფიქრობს, რომ ფასების შემდგომი ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია. შიდა და საგარეო რისკების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერც რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოხერხდა.

ეროვნული ბანკი ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას აგრძელებს. ის არ ამკაცრებს პოლიტიკას, რადგან თვლის, რომ ინფლაციის ძირითადი ნაწილი მის კონტროლს მიღმაა (სურსათი) და ფუნდამენტური ინფლაცია (საბაზო) კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, თუ მაღალი საერთო ინფლაცია გახანგრძლივდა, ეს მიდგომა შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს და საბოლოოდ მაინც მოითხოვოს გამკაცრება, რისი მზაობაც რეგულატორმა დააფიქსირა“, – აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.

გაზიარება
წინა პოსტი

+26° გრადუსამდე დათბება – განახლებული ამინდის პროგნოზი

შემდეგი პოსტი

დოლარის და ევროს განახლებული კურსი

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'